ნიკოლოზ სამხარაძე: გერმანიის კანცლერის გზავნილია ის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება მთელი საზოგადოების ამოცანაა, თუმცა, რიგი რადიკალური ოპოზიციური პარტიებისა საერთოდ არ მონაწილეობს ამ პროცესში

Read Time:36 Second

გერმანიის კანცლერის გზავნილია ის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება მთელი საზოგადოების ამოცანაა, თუმცა, ჩვენ დღემდე ვხედავთ, რომ რიგი რადიკალური ოპოზიციური პარტიებისა საერთოდ არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„რა თქმა უნდა ესაა დასტური კიდევ ერთხელ კანცლერის მხრიდან, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო შესარულებს რეკომენდაციებს, ის მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. ასევე, მნიშვნელოვანი გზავნილი კანცლერის მხრიდან იყო, რომ ეს არის მთელი საზოგადოების ამოცანა და აქ რა თქმა უნდა იგულისხმება როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია. სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე ვხედავთ, რომ რიგი რადიკალური ოპოზიციური პარტიებისა საერთოდ არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში“,- აღნიშნა სამხარაძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივი ძალისხმევა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დაბადება-გარდაცვალების სტატისტიკა: წელს უფრო ნაკლები ბავშვი დაიბადა, ვიდრე – შარშან
Next post სოზარ სუბარი: კითხვების დასმას ნუ დავარქმევთ ანტიდასავლურობას