ნიკოლოზ სამხარაძე: გაეროში აშშ-ის ელჩის განცხადება ერთგვარი პასუხია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე

Read Time:28 Second

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის განცხადებითაც ნათელია, რომ ამერიკა საქართველოს სანდო და მყარი მოკავშირეა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გაეროში აშშ-ის ელჩის განცხადება ერთგვარი პასუხია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე,

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა ძალიან მკაფიოდ, კიდევ ერთხელ დააფიქსირა ამერიკის ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ეს შეგვიძლია ერთგვარ პასუხადაც ჩავთვალოთ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე, როდესაც ისინი შეეცადნენ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში რაღაც ბზარი შეეტანათ. ამ განცხადებითაც ნათელია, რომ ამერიკა საქართველოს სანდო და მყარი მოკავშირეა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: მოსახლეობას ვთხოვ, ატარონ პირბადე, რათა არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება და შეზღუდვების დაბრუნება
Next post საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე შემოვა