ნიკოლოზ სამხარაძე: არჩევნებს დამაჯერებლად ვიგებთ, არავის სჭირდება ქვეყანაში არეულობა, გარდა რადიკალური ოპოზიციისა, რომელიც არჩევნებზე გამარჯვებას ვერ მიაღწევს

Read Time:37 Second

მოვუწოდო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, როგორც პარტიულ აქტივისტს, როგორც პარტიის წევრს, ასევე ჩვეულებრივ მხარდამჭერს, თავი შეიკავონ და არ აჰყვნენ პროვოკაციებს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკოლოზ სამხრაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ არჩევნებს ვიგებთ დამაჯერებლად, არავის სჭირდება ამ ქვეყანაში არეულობა, გარდა იმ რადიკალური ოპოზიციისა, რომელიც არჩევნებზე გამარჯვებას ვერ მიაღწევს. ამიტომ ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ მაქსიმალურად და არ წამოეგონ პროვოკაციას. ერთი ქართული ანდაზა არსებობს, გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო – ეს არის ზუსტად მათი ტაქტიკა, როდესაც ყველამ პირდაპირ ეთერში ნახა, როგორ მიეჭრა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, როდესაც ის თქვენს კოლეგებთან საუბრობდა და ინტერვიუს აძლევდა. როდესაც ახლა ამას პირდაპირ ეთერში ნახავ და შემდეგ ცდილობ, ამის დატრიალებას და დაბრალებას „ქართული ოცნებისთვის“, სხვა არაფერია, თუ არა უნამუსობა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: საქართველოში პოპულარობით „ფაიზერი“ სარგებლობს, შემდეგაა „სინოფარმი“ და „სინოვაკი
Next post თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობისთვის ცესკოს 25-დან 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ