ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ოპოზიციას შექმნილ სიტუაციაში ყველა შესაძლო „ტყვია“ გასროლილი აქვს და არ იცის რას მიედ-მოედოს

Read Time:54 Second

„ოცნების“ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ „ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს და კარგად მოფიქრებულ სვლად მეჩვენება, რამაც ოპოზიციის მოწინააღმდეგე, მაგრამ დაქსაქსული ამომრჩეველი „ოცნების“ გარშემო უნდა გააერთიანოს. – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

მისი აზრით, ოპოზიცია დაბნეულია, ქუჩაში ხალხი ვერ გამოჰყავთ და არ იციან რა ქნან, „მიკროფონების რევოლუციაც“ ჩაფლავდა, მათი უკანასკნელი იმედი.

,,ვუყურე ცოტა ხანს მაგათ არხებს და გამოვრთე. მოკლედ, ოპოზიცია ძალიან არის დაბნეული „ოცნების“ დღევანდელი გადაწყვეტილების გამო, ანულირება გაუკეთოს 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმებას. ქუჩაში ხალხი ვერ გამოჰყავთ და არ იციან რა ქნან. „მიკროფონების რევოლუციაც“ ჩაფლავდა, მათი უკანასკნელი იმედი. დასავლეთის იმედზეც ვერ არიან, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში დასავლეთი სთხოვს არჩევნებში მონაწილეობას და მათი ხელისუფლებაში მხოლოდ არჩევნების გზით შესაძლო მოსვლა თუ განახლება ევროპის და ამერიკის პოლიტიკურ კულუარებში. „ოცნების“ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს და კარგად მოფიქრებულ სვლად მეჩვენება, რამაც ოპოზიციის მოწინააღმდეგე, მაგრამ დაქსაქსული ამომრჩეველი „ოცნების“ გარეშემო უნდა გააერთიანოს. ჰოდა, ოპოზიციას ამ შექმნილს სიტუაციაში ყველა შესაძლო „ტყვია“ გასროლილი აქვს და არ იცის რა ქნას, რას მიედ-მოედოსფანჩატურში დაბრუნდეს, ქუჩას დაუბრუნდეს, ისევ გვამებით ეცადოს პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება თუ რა? აი, მეც არ ვიცი ოპოზიციამ რა უნდა ქნას“, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი facebook-ზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვიოლა ფონ კრამონი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“ შეთანხმებაზე ხელმოწერის ანულირება გაუმარტივა
Next post ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიური თამაშების ფინალში ვერ გავიდა