ნიკა მელია: ჩაიკეტოს ქართული საჰაერო სივრცე პუტინის რუსეთისთვის და ამით დავიცვათ უკრაინა

Read Time:34 Second

“ამ უპრეცედენტო სამდღიანმა ბრძოლამ ჩვენი მეზობელი უკრაინისა, გამოიწვია მთელი მსოფლიოს კონსოლიდაცია გმირი უკრაინელების გარშემო. არც ხმაა და არც ჩამიჩუმი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ, მე მიმაჩნია, მაშინ, როდესაც ევროკავშირმა ასევე მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და მთელი საჰაერო სივრცე ჩაუკეტა რუსეთს, ჩაუკეტა პუტინს და ამითაც იცავს შეძლებისდაგვარად ჩვენს ძმებსა და დებს უკრაინაში… და როდესაც მთელი ევროკავშირი საჰაერო სივრცეს უკეტავს, როდესაც აზერბაიჯანიც კი საწვავს აწვდის, როდესაც თურქეთი მოერედ ისტორიაში ბოსფორის სრუტეს სამხედრო გემებისთვის კეტავს და ამით ეხმარება უკრაინას, ამ დროს ჩვენ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ?! ვგულისხმობ ხელისუფლებას, არა, უნდა გავაკეთოთ! და ხვალ სამუშაო დღე იწყება… ჩაიკეტოს ქართული საჰაერო სივრცე პუტინის რუსეთისთვის და ამით დავიცვათ უკრაინა და მთელი ეს პროპაგანდისტული არხები პუტინის რუსეთისა, საქართველოში აღარ უნდა მაუწყებლობდეს, – ამბობს მელია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: ძალიან მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის გვერდით, როგორც ვდგავართ, მაგრამ ამავდროულად ავაცილოთ კატასტროფა ჩვენს ქვეყანას
Next post უკრაინის თავდაცვის მინისტრი – უკრაინელების შეშინება უშედეგოა, ვურჩევთ ოკუპანტებს, სახლში წავიდნენ, ვიდრე გვიანი არ არის