ნიკა მელია – რაც ვთქვი, შევასრულე, ისევ გიმეორებთ, ვერ დამიჭერთ, ვერც მურუსიძის სასამართლოთი და ვერც პარლამენტით

Read Time:40 Second

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„გითხარით – არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. როგორც ხედავთ, არ გადავიხადე. არადა, მთელი კვირა დაზუთხულს იმეორებდით რომ გადავიხდიდი.

რაც ვთქვი, შევასრულე – გავრილოვის გირაოს გირაო არ გადავიხადე და ისევ გიმეორებთ – ვერ დამიჭერთ ვერც მურუსიძის სასამართლოთი და ვერც პარლამენტით.

ვერ დამიჭერთ რადგან გირაოს გირაოს გადაუხდელობის გამო დაჭერა არც კანონიერია და მითუმეტეს არც სამართლიანი.

ჩემი ფეხით ციხეში მისვლას ვერ ეღირსებით და ახლა, თუ აფგან მუხრალივით დამიჭერთ, ტომარას ჩამომაცმევთ და გამიტაცებთ, ეგ სხვა საქმეა, საქმე რომელიც ხელისუფლებას დაგაკარგვინებთ.

ვერ დამიჭერთ, რადგან საქმე ჩემს დაჭერას კი არ ეხება, ეხება იმ თავისუფლების იდეის დაჭერას, რომელმაც სპონტანურად იფეთქა 20 ივნისის ღამეს და ათასობით აღშფოთებული ადამიანი გაგვაერთიანა.

კიდევ გიმეორებთ – ვერ დამიჭერთ და ვერც ამ დაჭერობანას თამაშით გამტეხავთ“, – წერს ნიკა მელია „ფეისბუქში“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: ოპონენტები ცდილობენ, სამართლებრივ სისტემას ძირი გამოუთხარონ
Next post საკოორდინაციო საბჭო სკოლების ბუფეტებისა და სხვადასხვა წრეების ეტაპობრივად ამოქმედების საკითხს განიხილავს