ნიკა მელია: ნუ გვექნება მოთხოვნა, სააკაშვილმა სინანული გამოთქვას, სანამ ის ტყვეობაშია

Read Time:42 Second

მისი თქმით, შესაძლოა ეს აღქმული იყოს იმად, რომ მას ისე უჭირს, რომ დახმარებას ივანიშვილს სთხოვს. მელიას თქმითვე, სააკაშვილი 2007 წლის მოვლენების გამო წუხს.

“იმაზე ნათელი დადასტურება რა უნდა იყოს, რომ ჩვენი პარტია შეცვლილია, როდესაც 7 ნოემბერს აქციის მხარეს მდგომი ადამიანი ვიყავი და დღეს ვარ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილისმიერ დაფუძნებული პარტიის თავმჯდომარე და მერწმუნეთ, რომ მისი სურვილის გარეშე ეს ყველაფერი არ მოხდებოდა.

მე მინდა ვთხოვო საზოგადოების ნაწილს, რომ სანამ ეს ადამიანი ტყვეობაშია, ნუ გვექნება მოთხოვნა, რომ სინანული გამოთქვას იმ საქმეებთან დაკავშირებით, რამდენჯერაც სასამართლოში მიიყვანენ. იმიტომ, რომ შეიძლება ბევრ ადამიანს გაუჩნდეს განცდა, რომ რახან დატყვევებულია და ბოდიშს იხდის, ე. ი. უჭირს ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად და ერთი სული აქვს, როდის გაიგებს ამას ივანიშვილი. 2007 წლის მოვლენებზე წუხს სააკაშვილი, მაგრამ ვაცალოთ ადამიანს, გამოვა და… ადამიანი სამართლიანი სასამართლოს გარეშეა დარჩენილი და ასე იქნება თუ ჩვენ არ ვიაქტიურეთ და სწორად არ ვიარეთ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით თორდია-სააკაშვილმა კოდორის ხეობას დაარქვა ზემო აფხაზეთი და დავკარგეთ სამაჩაბლოს დაარქვა სამხრეთ ოსეთი და დავკარგეთ გაყიდა გარეჯი საინტერესოა რა გეგმები ჰქონდა ლაზიკასთან დაკავშირებით? ნუთუ ის ტერიტორიაც მტრისთვის უნდა ჩაებარებინა
Next post ეკატერინე ტიკარაძე – არ გამოვრიცხავ, მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპორტს და აღსრულების სხვა მექანიზმებს