ნიკა მელია: მე ვუსურვე ლევან ხაბეიშვილს სიმართლითა და ღირსებით ემართა პარტია, მე გამიხარდებოდა, რომ მას ეს ყველაფერი განეხორციელებინა

Read Time:2 Minute, 6 Second

მე ვუსურვე ლევან ხაბეიშვილს სიმართლითა და ღირსებით ემართა პარტია, მე გამიხარდებოდა, რომ მას ეს ყველაფერი განეხორციელებინა – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის “ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის მე, ბუნებრივია, ვიბრძოლებთ ამ პროცესში, ვიდრე არის შანსი ამ პარტიაში დემოკრატიული წესების დაბრუნების და არაფორმალური მმართველობის აღმოფხვრის. უდიდესი მორალური კონტრასტი უნდა არსებობდეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და კონტრასტული სხვაობით დამარცხდება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც დაამყარა ქვეყანაში ავტოკრატიული რეჟიმი, რომელმაც უღალატა ეროვნულ ინტერესებს, მიიტაცა ძალაუფლება, შესაძლებელია დაამარცხო მაშინ, როდესაც შენ იმართები არაფორმალურად და ეს არაფორმალური მმართველები თანაც წარმოადგენენ ისეთ რეპუტაცია შერყეულ ადამიანებს, როგორიცაა მაგალითად, ვანო მერაბიშვილი და დათო კეზერაშვილი.

ეს არის არა შიდაპარტიული პრობლემა, არამედ ვფიქრობ, ეს არის ღირებულებითი დაპირისპირება და ამ ღირებულებით დაპირისპირებაში გამარჯვების შემდეგ, ვფიქრობ, ოპოზიციური მოძრაობა, როგორც არასოდეს, ისე გაძლიერდება.

ვფიქრობ, რომ ჩემ მიერ არჩეული გზა არის მართალი გზა და აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით. ვფიქრობ, ვარ 100 ათასობით საქართველოს მოქალაქის თანამოაზრე. ოპოზიციური პარტიები და ზოგადად პარტიები იქმნება ხალხიდან წამოსული მოთხოვნით. ჩემთვის პარტიული თანამდებობა და პოლიტიკური ლიდერობა აბსოლუტურად განსხვავებული ცნებებია. პარტიული თანამდებობა არ ნიშნავს, იყო პოლიტიკური ლიდერი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოების მაჯის ცემას ვგრძნობდე.

მე ვუსურვე ლევან ხაბეიშვილს, სიმართლითა და ღირსებით ემართა პარტია. მე მხოლოდ და მხოლოდ გამიხარდებოდა, რომ მას ეს ყველაფერი განეხორციელებინა, მაგრამ ეს მისი არჩევანია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ვიდრე არსებობს შანსი ვითარების გამოსწორების და არაფორმალური მმართველობის აღმოფხვრის, დემოკრატიული წესით პარტიის მართვისა, უნდა იბრძოლო.

„ოლიგარქი ივანიშვილი უნდა დამარცხდეს და აუცილებლად დამარცხდება. ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ მომავალში მეორე, ან მესამე ოლიგარქი შესაძლებელია გაჩნდეს. ამიტომ, ბევრი გამოწვევა არსებობს დღეს საზოგადოების წინაშე და ოპოზიციის წინაშეც მათ შორის. ჯერჯერობით ჩემი განაცხადი არის – ვარ იქ, სადაც მიმაჩნია, რომ უნდა ბოლომდე ეცადო ვითარების გამოსწორება, თუ დარწმუნდი, რომ საზოგადოებაში არის სხვა დაკვეთა, ამ დაკვეთას უნდა უპასუხო.

დღეს სამწუხაროდ პრობლემა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის ძალიან ღრმა. პარტია ორად არის გაყოფილი. პარტია არ არის მხოლოდ პარტიის აქტიური წევრები. ამ დონეზეც კი არის გათიშულობა და გახლეჩილობა. პარტია პირველ რიგში არის ასევე ამომრჩევლები. შეინიშნება, რომ ამომრჩეველი უკეთეს შემთხვევაში არის დაბნეული და უარეს შემთხვევაში, უბრალოდ გაყოფილი. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. გამოიწვია არა თავმჯდომარის არჩევნებში მარცხმა, არამედ იმ ფორმით არჩევნების ჩატარებამ, რაც საზოგადოებამ იხილა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ნახევარი პარტია უბრალოდ ზურგშექცეულია ახალი მენეჯმენტის მხრიდან და ეს პრობლემები არათუ არ მოგვარდა, პირიქით, გაღრმავდა.

„როცა ვიცი, რომ პარტია იმართება ჩრდილიდან კეზერაშვილისა და მერაბიშვილის მიერ, ეს უბრალოდ აყენებს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა უდიდეს ნაწილს იმ მდგომარეობაში, სადაც მათ არჩევანი უბრალოდ ეკარგებათ. მე მანამ ვაპირებ ამ პარტიაში ყოფნას, სანამ არსებობს პარტიის გადარჩენის შესაძლებლობა. ერთხელ მე კოლეგებთან ერთად, თანამოაზრეებთან ერთად წლების წინ მჯერა რომ ეს პარტია გადავარჩინე. ახლაც ვცდილობ ამ პარტიის გადარჩენას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა ბასლანძე: ჩემს ელენიკოს რამდენიმე უნივერსიტეტიდან ჰქონდა დაფინანსება, გაეროს მოდელირებულ სხდომაზეც კი იყო ნიუ იორკში და სიტყვით წარდგა, მაგრამ დეგნანის კანტორამ გადაწყვიტა რომ დავესაჯეთ
Next post გია ცაგარეიშვილი: ბეჟაშვილისგან გავიგეთ, რომ თურმე შემდეგ არჩევნებზე სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობა განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ ის კრიმინალია, მაინც უნდათ წინ ჩაიყენონ