ნიკა მელია-გლდანში „ნაცმოძრაობის“ შტაბს ვანო მერაბიშვილი ანგრევდა, ეს ადამიანი ჩემთვის ზიანის მომტანია

Read Time:59 Second

„ვანო მერაბიშვილი ანგრევდა „ერთიანი ნაციონალური“ მოძრობის შტაბს გლდანში, ამ პროცესის დამგეგმავი და ავტორი არის მერაბიშვილი“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მელია აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველია და ის ცდილობს პარტია ძველი მეთოდებით მართოს, რომელიც ამჟამინდელი თავმჯდომარისთვის მიუღებელია.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი გაერთიანდნენ და პარტიის ხელში ჩაგდებას ცდილობენ.

„თავიდან ბოლომდე ეს პროცესი არის ვანო მერაბიშვილის წამოწყებული და შესაბამისად, მართული, რომელსაც გზად წამოეწია დავით კეზერაშვილი, ესენი შეწყვილდნენ. ამ პროცესის დამგეგმავი და ავტორი არის ვანო მერაბიშვილი. ის ცდილობს კულისებიდან მართოს პროცესები. ეს ფასეულობითი არჩევნებია, არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის.

ეს არის არჩევნები, სადაც ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, ძველი მეთოდებით ხდება პარტიის მართვა, რომელთა ნაწილი არასოდეს არ მომწონდა, თუ ახალი მეთოდებით, რომელიც ნამდვილად არის მომავალი. ვანო მერაბიშვილი მუდმივად ცდილობდა ადამიანები ერთმანეთთან დაეპირისპირებინა. ამ პარტიაში [ნაცმოძრაობაში] ვანო მერაბიშვილის გამო არ მოვსულვარ ნამდვილად.

ჩემდა სამწუხაროდ, ვანო მერაბიშვილი – კახი კალაძესთან, ლევან კობიაშვილთან და  ბიძინა ივანიშვილთან ერთად მიპირისპირდებოდა გლდანში 2020 წელს. მალევე აღმოჩნდა, რომ მოწინააღმდეგე გლდანში გვყავდა პირადად ვანო მერაბიშვილი. ვანო მერაბიშვილი ანგრევდა „ერთიანი ნაციონალური“ მოძრობის შტაბს გლდანში. ეს ადამიანი კი არ გვეხმარებოდა გვიპირისპირდებოდა. ეს ადამიანი ჩემთვის არის ზიანის მომტანი პერსონიფიკაცია. ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი პარტიას  დაანგრევენ“, – აცხადებს „ენმ“-ის თავმჯდომარე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
100 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ქადაგიძე სააკაშვილზე: ყოფილი პრეზიდენტი გვყავს აგენტი, ეს არის უმძიმესი ფაქტი
Next post მიხეილ სააკაშვილი – გირგვლიანის შემთხვევა არაობიექტურად შუქდებოდა, დღეს ვნანობ, რომ მაშინ შს მინისტრი არ გავათავისუფლე