ნიკა მელია: გახარია ძალიან უცნაურად იქცევა… მაშინ რატომ არ ეთაკილებოდა ჩვენთან თანამშრომლობა, მეორე ტურში ჩხოროწყუში ჩვენი მხარდაჭერით რომ მოიგეს?!

Read Time:1 Minute, 10 Second

გახარია ძალიან უცნაურად იქცევა… მაშინ რატომ არ ეთაკილებოდა ჩვენთან თანამშრომლობა, მეორე ტურში ჩხოროწყუში ჩვენი მხარდაჭერით რომ მოიგეს?! – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა საკრებულეობის თემაზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით.

“ეს ბატონი გახარია, პირდაპირ გეუბნებით, ძალიან უცნაურად იქცევა. ვერაფერი გავიგე, ვერც თავი, ვერც ბოლო. მისი პარტიის დამოკიდებულების ვერაფერი გავიგე. გამოვიდეს და ონკრეტულად გასცეს პასუხი წალენჯიხელებს, რუსთაველებს, სენაკელებს და ზუგდიდელებს. წალენჯიხაში “ოცნებამ” მხოლოდ 34% აიღო. იცით რას ამბობს გახარიას პარტია? – ჩვენ მოგვანიჭა ამომრჩეველმა დამბალანსებლის როლი და პოზიციები ჩვენ, “ოცნებამ” და “ნაცმოძრაობამ” ერთად გავიყოთო. ჩვენ რამდენიმე ადამიანი თანამდებობებზე რომ დაჯდეს, იმისთვის კი არ გვჭირდება საკრებულოს უმრავლესობა, არამედ იმისთვის, რომ კორუფციული სქემები აღარ ხლართოს “ოცნებამ”. იგივე აკეთებს ზუგდიდში, რუსთავსა და სენაკში.

უცნაურია, რომ ჩხოროწყუში იგივე არ გააკეთა. ეს ბატონი წარმოშობით ჩხოროწყუელი ყოფილა, არც ვიცოდი. ბატონ გახარიას ჩხოროწყუში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ეთაკილებოდა თანამშრომლობა. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას პარტიას წარმომადგენლებს შორის დაკომპლექტება კარგია, იმიტომ რომ ფულს ვეღარ იპარავენ და მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნავენ.

ჩხოროწყუში გახარიას პარტიის სამი დეპუტატი მეორე ტურში გადავიდა, მათ შორის იმ სოფელში, საიდანაც არის და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ღიად საჯაროდ დაუჭირა მხარი. სამივე გახდა დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებით, იგივე მოხდა წალენჯიხაში. თუ მაშინ არ გეთაკილებოდა, როცა ჩვენი ადგილობრივი ლიდერები ღიად მხარს გიჭერდნენ და ჩვენი აქტიური მხარდაჭერით გახდით საკრებულოს წევრები, რატომ არ სცემთ პატივს სენაკელებს, რუსთაველებს, წალენჯიხელებს და ზუგდიდელებს. ვერ გავიგე. რატომ ფერხდება ამ ოთხ მუნიციპალიტეტში მაინც “ოცნების” დანაშაულებრივი სისტემის მსხვრევა და რღვევა. თუ დამოკიდებულება არ შეიცვალა, შეიძლება ამ მუნიციპალიტეტებში ახალი არჩევნები იყოს,” – თქვა ნიკა მელიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანდრია გვიდიანი: სააკაშვილის ადამიანური ტრაგედია ის არის, რომ მართლა საქართველოს დამფუძნებელი ჰგონია თავი, აზრადაც არ უნდა გავლება, რომ ჩვეულებრივი დამნაშავე კრიმინალია
Next post ნიკა მელია ნაცმოძრაობაზე : უცნაურია, პარტიას ჰქონდეს ამბიცია მოვიდეს ხელისუფლებაში და არ ჰყავდეს ენერგიული ახალგაზრდული გუნდი