ნიკა მელია-გამოვიდა, რომ მარტო თავად-აზნაურები და ინტელექტუალები იბრძოდნენ, მეტი არავინ. 2008-შიც ეგრე იყო, ძირითადად აქტიური ადამიანები იყვნენ, თორემ მეგრელმა ტანკს გააყოლა თვალი. განცდა არ ჰქონდა ბევრს, როგორც 1921 წელს

Read Time:29 Second

2008 წელს და 1921 წლის თებერვლის ბოლოს რომ ოკუპაცია მოხდა, ერთი და იგივე რამე იყო. რუსები რომ შემოდიოდნენ, საბჭოთა ჯარი რომ შემოდიოდა, მაშინ მოსახლეობის 30% რომ დარაზმულიყო, ვერ შემოვიდოდა, მაგრამ უთხრეს მიწები გლეხებსო, გესმით?, – აცხადებს ნიკა მელია ვიდეომასალაში, რომელიც „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოპოვა.

ვიდეოჩანაწერი „ქრონიკას“ მოქალაქემ მიაწოდა და ის გუშინ, საქალაქო სასამართლოს ეზოშია გადაღებული. ჩანაწერი მაშინაა გაკეთებული, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო იმართებოდა. ვიდეოში მელია მხარდამჭერებს მიმართავს.

„გამოვიდა, რომ მარტო თავად-აზნაურები და ინტელექტუალები იბრძოდნენ, მეტი არავინ. 2008-შიც ეგრე იყო, ძირითადად აქტიური ადამიანები იყვნენ, თორემ მეგრელმა ტანკს გააყოლა თვალი. განცდა არ ჰქონდა ბევრს, როგორც 1921 წელს“, – ამბობს მელია ვიდეოჩანაწერში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დეგნანი: ივანიშვილი არის ქველმოქმედია, ცხადია, ძალიან გავლენიანი ქართველია
Next post კახა კალაძე: არცერთ უსახლკარო სტატუსის მატარებელ თბილისელს საცხოვრებლის გარეშე არ დავტოვებთ