ნიკა მელიას დაკავების გამო ოპოზიცია სანქციების დაწესებას ითხოვს მათთვის, ვინც „კანონის უზენაესობას უშლის ხელს“

Read Time:1 Minute, 21 Second

ნიკა მელიას დაკავების გამო ოპოზიცია პოლიტიკოსებისთვის, პოლიციის მაღალჩინოსნების, პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სანქციები უნდა დაუწესდეს ყველა იმ ადამიანს, ვინც „კანონის უზენაესობას უშლის ხელს“.

„ამაზე მქონდა გუშინ საუბარი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ასეთი სანქციები კონკრეტული ადამიანებისთვის არის აუცილებელი. კონკრეტული გვარები იქნება დასახელებული. ჩვენი წინადადება საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით, მათ შორის საჯაროდ, დიდი ხანია გადაცემული აქვს ხელისუფლებას, რომელიც რეალურად არის ჩიხში. ამის იქით არის უფსკრული და ჩვენ ამაზე ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაკავება და შენობის ძალისმიერი შტურმი. ჩვენი წინადადება, რომელიც საჯაროდ გადავეცით საერთაშორისო პარტნიორებს არის შემდეგი – გათავსუფლდეს ნიკა მელია და საუბარი დაიწყოს ვადამდელ და რიგგარეშე არჩევნებზე. ეს არის ის ძირითადი პირობა, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ. რა თქმა უნდა, ვადამდელი და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს ახალი წესებით და 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს, რაც გულისხმობს გიორგი რურუას გათავისუფლებას. სხვა რაიმე სახის ფორმულირებები და ფორმულა არ განიხილება. ამაზე ვისაუბრეთ გუშინ“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგი უგულავა: უნდა ველოდოთ ყველაფერს: პიკეტს, მანიფესტაციებს – სადაც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ივლიან, მათ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს
Next post რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონიერებას განაახლებენ