ნიკა გვარამია: სჯობს შეცდომები დაუშვა, მაგრამ იარო წინ, ეს გამოიღებს შედეგს და დააყენებს უკეთეს ხვალინდელ დღეს

Read Time:2 Minute, 14 Second

“მიუხედავად ყველაფრისა, და არ არის მარტივი საყურებელი ის, რაც ხდება დღეს, ამას ტელევიზორით ვხედავ სამწუხაროდ, მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ხვალინდელი დღე იქნება აუცილებლად უკეთესი, უნდა გავაცნობიეროთ ,რომ მხოლოდ ის ადამიანები, ვისი ცხოვრების წესი არის უკეთესი ხვალინდელი დღე, ეს ადამიანები აღწევენ წარმატებას და მოაქვთ წარმატება სხვებისთვის, უნდა გვესმოდეს, რომ ხვალინდელი დღე ყოველთვის სჯობია დღევანდელს, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე არ არის მხოლოდ რწმენის და იმედის საკითხი, მითუმეტეს ოცნების.”- ამის შესახებ მსჯავრდებულმა “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიას თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“უკეთესი ხვალინდელი დღე იმედის საკითხი არის მხოლოდ ოპტიმისტებისთვის, მაგრამ ძლიერი ადამიანებისთვის, ვინც ცვლის რეალობას და ყველას მიზანი ალბათ ეს არის, თავის კვადრატში ეს გააკეტოს, ძლიერ ადამიანებს თვითონ მოჰყავთ უკეთესი ხვალინდელი დღე. სხვანაირად ის არ მოვა არც ჩემთვის და არც სხვებისთვის, უკეთესი ხვალინდელი დღე მოდის დაუღალავი შრომით, მიზანსწრაფულობით და მიზანმიმართულობით, პირადად ჩემთვის ეს არის ჩემი ცხოვრების წესი, რომელსაც არასდროს არ გაუმტყუნებია ჩემთვის, ძალიან მძიმე პერიოდებში განსაკუთრებით კარგად მუშაობს ეს წესი და ციხეშიც მათ შორის, შეიძლება იმუშაო უკეთესი  დღისთვის, არამხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ყველასთვის. არავის ამ ქვეყნად არ უნდა ეშინოდეს შეცდომების დაშვების. ცდის და შეცდომების მეთოდით ვითარდება კაცობრიობა. ყველა დიდი მიღწევის და გამოგონების უკან, ყოველთვის დგას აბსურდული იდეა.

ამიტომ, არც შეცდომების უნდა გვეშინოდეს, არც ერთი შეხედვით აბსურდული იდეების და რაც მთავარია ყოველთვის, მათ შორის შეცდომების დაშვების გზით, მაგრამ უნდა მივდიოდეთ წინ, ის, ვინც იწყებს თუნდაც სტატუს ქვოს შენარჩუნებაზე ფიქრს, იწყება დასასრული, ყველაფრის საერთოდ. ამიტომ, არასდროს უნდა იფიქრო ამაზე, სჯობს შეცდომები დაუშვა, მაგრამ იარო წინ. აუცილებლად ეს გამოიღებს შედეგს და დააყენებს  უკეთეს ხვალინდელ დღეს. ასევე, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მუდმივი არაფერი არ არის, არავინ არ არის დანიშნული კონკრეტულ როლზე. ესე არ ხდება, მატერიის შენარჩუნების პრინციპი ყოველთვის აბსოლუტურად მუშაობს პოლიტიკაში, მისი სახუმარო ფორმულა არის- “გაგცვივდება თმა, ამოგივა წვერი”. ანუ, რაღაცა თუ ქრება ერთ ადგილას, ის აუცილებლად ამოიზრდება მეორე ადგილას. ამიტომ, ეს უნდა გვახსოვდეს, რომ მატერია მაინც შენარჩუნდება, გამოთავისუფლდება ადგილი და ის შეივსება სხვის მიერ. ეს უნდა ვიცოდეთ აუცილებლად და ამაზე უნდა ვიფიქროთ ყოველთვის, ვიდრე სტატუს ქვოს შენარჩუნებას გადავწყვეტთ, გაჩერებას, ან უკან გახედვას. არა, ყოველთვის უნდა ვიაროთ წინ, თორემ სხვა წავა წინ.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ქვეყნის, შიგნით მიმდინარე პროცესების, საბედნიეროდ გარეთ მიმდინარე პროცესებიც, ზუსტად ამას ადასტურებს. უკრაინელები ამ პრინციპს ყოველდღიურად ადასტურებენ, ყოველდღიურად ათობით, ასობით, ათასობით მსხვერპლის მიუხედავად მიდიან წინ. კი არ სჯერათ ხვალინდელი უკეთესი დღის, არამედ თვითონ აყენებენ უკეთეს ხვალინდელ დღეს, ყოველდღიურად, უმძიმეს ვითარებაში, მაგრამ ამას ახერხებენ იმიტომ, რომ თუ ისინი გაჩერდებიან, მოვლენ სხვები და ეს სხვები ვიცით, ვინც არიან, მათ არ აქვთ გაჩერების უფლება და ისინი ამას არ აკეთებენ, შრომობენ ყოველდღიურად, რასაც ისინი აკეთებენ ეს არც გამართლებაა, არც მხოლოდ მათი გადაწყვეტილება, არც დასავლეთის დახმარება მხოლოდ, ეს არის ყოველდღიური შრომა და სვლა სწორი მიმართულებით, სიკეთე კი არ იმარჯვებს ასე ირაციონალურად, უკრაინელების შრომით, მიზანმიმართულობით, სიკეთე იმარჯვებს ყოველდღიურად და ამარცხებს ბნელს” თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი – ასეთი გათიშული და დაბეჩავებული ოპოზიცია ბოლო 30 წლის განმავლობაში არც კი მახსოვს
Next post დიმიტრი ხუნდაძე: შესაძლოა დადგეს იმდაგვარი რეალობა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ გარდაიქმნას ხალხის პარტიად