ნიკა გვარამია “მთავარ არხში” თანამდებობას და წილებს თმობს და ცოლზე აფორმებს

Read Time:26 Second

ნიკა გვარამია “მთავარ არხში” გენერალური დირექტორის თანამდებობას ტოვებს და თავის წილებს თმობს.

ამის შესახებ ტვ “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

“მთავარი არხის დირექტორის თანამდებობას ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღარ ვასრულებ (არც ციხიდან ვასრულებდი, ცხადია).

დირექტორის მოვალეობას შესანიშნავად გაუმკლავდა გიორგი გაბუნია და ის უკვე ოფიციალურად დაინიშნა არხის დირექტორად. ძალიან დიდი მადლობა არხის ყველა დამფუძნებელს ერთსულოვანი გადაწყვეტილებისთვის.

რაც შეეხება ჩემს 12% იან წილს მთავარში, იგი არაა თავსებადი პარტიულ თანამდებობასთან, რომელსაც უახლოეს დღეებში დავიკავებ. ამიტომაც კანონის მოთხოვნა დავიცავი და წილი ჩემს სოფოს გადავუფორმე. წარმატებები მთავარს, დანარჩენზე – შემდეგ კვირაში”.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
100 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ასე ვინ გაგიმეტა, ქეთი…საშინელებაა, შვილი გაზარდო 22 წლამდე და ცხვირწინ მოგიკლან…“ – რას წერენ თბილისში მოკლულ გოგოზე
Next post სალომე ზურაბიშვილი: ევროპულ გზაზე საქართველოს დახმარების საშუალება არ არსებობს, თუ პირველ რიგში უკრაინას არ დავეხმარებით