სამშაბათი, ივნისი 3, 2025

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის დროს დაზარალებული გიორგი ხოჭავა: მეგის ქარდავამ დამარტყა და დავეცი, 20 ადამიანი ფეხებით და ხელებით მცემდა, ამ ცემის დროს კოხტა კოდუამ ჩამიდო ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი – ჩემი სისხლის გუბესთან დამადებინა თავი მეგის ქარდავამ და მითხრა რომ ამელოკა.

„ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გიორგი ხოჭავამ, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მეგის ქარდავას მიერ მისი დაკავებისა და წამების ფაქტებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დაკავებამდე მეგის ქარდავამ საკუთარი სახლის წინ მხოლოდ იმიტომ სცემა, რომ ხოჭავა მის გაჩერებულ მანქანასთან არ მივიდა.

„მეგის ქარდავას ვიცნობდი და ერთ დღეს, რამდენიმე თვის წინ, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ბავშვობაში მიყვარდა ბილიარდის თამაში, ახლაც მიყვარს და საბილიარდო იყო ჩემ სახლთან ახლოს, მოვდიოდი სახლში, დაახლოებით ჩემ ჭიშკართან ვიყავი მოსული, გააჩერა მეგის ქარდავამ, მე არ მივედი, გავაღე ჩემი ჭიშკარი და გადმოვიდა, დამიძახა მოდი აქო, ჩემმა მანქანამ რომ გააჩერა რატომ არ მოხვედიო, რატომ არ მოიწიეო ჩვენკენო და ჩემი სახლის წინ გადმოვიდა, კიდევ ოთხი თანამშრომელი ეჯდა და ჩემი სახლის წინ მცემეს, დამაგდეს და წავიდნენ. ეს შეხება მქონდა“, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მე მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა “კვარას” კრიტიკოსი – შემძვრალი… მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი-ოთარ ტატიშვილი

ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "იმედის დილის" ერთ-ერთმა წამყვანმა, ოთარ ტატიშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა."ხვიჩა კვარაცხელია დღეს მსოფლიოში საუკეთესოა! ამას მე გეუბნებით - ჩემი ტყუილიც დაიჯერება უკვე, და სიმართლეც დაიჯერეთ.მე მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა "კვარას" კრიტიკოსი - შემძვრალი... მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი! სულ ყველა, განსაკუთრებით ისინი, ვინც ამბობდა, ბათუმის "დინამოა" მისი მაქსიმუმიო", - განაცხადა ოთარ ტატიშვილმა გადაცემა "იმედის დილაში". შეგახსენებთ, 31 მაისს, "კვარა" პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

„ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შვედეთის მთავრობის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ერთი დღის სხვაობით საქართველოზე და საკუთარ ქვეყანაზე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას ავრცელებს. საქართველოში ისინი FARA კანონს რეპრესიულს უწოდებენ, ხოლო შვედეთში მიიჩნევენ, რომ უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს. შალვა პაპუაშვილის მათ დამოკიდებულებას სამარცხვინოს უწოდებს. „ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია,“ - წერს პაპუაშვილი.

როგორი ამინდი იქნება 3 ივნისს საქართველოში – ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

3 ივნისს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:გაგრა +20 - წვიმასოხუმი +21 - წვიმაზუგდიდი +21 - წვიმამესტია +16 - მოღრუბლულიფოთი +20 - წვიმაბათუმი +20 - წვიმაოზურგეთი +20 - წვიმაქუთაისი +21 - წვიმაამბროლაური +19 - წვიმაახალციხე +19 - წვიმაბორჯომი +15 - წვიმაბაკურიანი +12 - წვიმაგორი +21 - წვიმაცხინვალი +18 - წვიმასტეფანწმინდა +11 - წვიმაგუდაური +10 - წვიმათელავი +22 - წვიმარუსთავი +26 - წვიმათბილისი +24 - წვიმა

4 ორსიტყვიანი ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს

მამა გიორგი თევდორაშვილი გვასწვალის 4, ორსიტყვიან ლოცვას, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს მაშინ, როცა ძალიან გვეჩქარება, დაღლილები ვართ და გამოუვალი მდგომარეობაა: • ღმერთო, მაკურთხე; • უფალო, შეგვიწყალე (შეიწყალე); • ღმერთო, დამეხმარე; • მადლობა, შენდა ღმერთო; ვრცლად ↓

იოსებ ჭელიძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

იოსებ ჭელიძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. სხვა დეტალები უცნობია. იოსებ ჭელიძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. შეგახსენებთ, შს მინისტრად გელა გელაძე მიმდინარე წლის 28 მაისს დაინიშნა, მან პოსტზე ვახტანგ გომელაური ჩაანაცვლა, რომელიც უწყებას ასევე 2019 წლიდან ხემძღვანელობდა.

ბოლო სიახლეები