„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძეა

Read Time:38 Second

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცესკოში პარტიული სია 17:55 საათზე, ვადის ამოწურვამდე 5 წუთით ადრე წარადგინა. სიის პირველი ნომერი მოულოდნელად შეიცვალა და ის მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე იქნება.

ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ სიის მეორე ნომერია გრიგოლ ვაშაძე, მესამე – ნიკა მელია, მეოთხე – ხატია დეკანოიძე, მეხუთე – კობა ნაყოფია. ათეულში ასევე მოხვდნენ დევი ჭანკოტაძე, ლევან ვარშალომიძე, სალომე სამადაშვილი, ზაალ უდუმაშვილი და ხათუნა სამნიძე.

სიაში ასევე არიან კახა ოქრიაშვილი (15), გუბაზ სანიკიძე (16), ცეზარ ჩოჩელი (18) და თამარ კორძაია (19). ბლოკის საარჩევნო სიაში არ არის „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია. არსებული ინფორმაციით, მან თავად თქვა უარი სიაში ყოფნაზე და ამის მიზეზებს მოგვიანებით განმარტავს.

„ეს არის გამარჯვების მომტანი სია. დიდხანს მსჯელობდით და ამიტომ შემოვიტანეთ სია ბოლო წუთებში“, – განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორად რჩება
Next post ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე