„ნაციონალური მოძრაობა“ მორიგ აქციას ხვალ პარლამენტთან გამართავს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აქცია 17:00 საათზე დაიწყება.
„მიმდინარე დღეებმა უჩვენა, რომ ჩვენი უწყვეტი, არაძალადობრივი პროტესტის ფონზე ხელსუფლება, რეჟიმი საბოლოოდ კარგავს სახეს და უშვებს თავისთვის მომაკვდინებელ შეცდომებს. უფრო და უფრო ძლიერდება საერთაშორისო რეაქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, მისი ღირსებისა და ჯანმრთელობის აბუჩად აგდებამ საქართველოს ოლიგარქიული რეჯიმი მსოფლიოს თვალში წარმოაჩინა ველურ და არაცივილიზებულ მმართველობად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიურად არაძალადობრივად წინააღმდეგობრივი რეჯიმი და ვარყიოთ რეჯიმი ასე, ვიდრე არ ჩამოინგრევა. ხვალ, გელოდებით ხუთ საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერტორიაზე. პარლამენტთან გელოდებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორი საქართველო უნდა გვქონდეს მოავალში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.