როგორ ვითარდება ამის მერე პროცესები ან ქალბატონი პრეზიდენტი შეიწყალებს ბატონ პრეზიდენტს, ან “ოცნება” პრემიერს გაიმეტებს. ორივე შემთხვევაში ვადამდელი არჩევნების კონტურები ნათლად ისახება, –
“სერიიდან: ხალხი და პრეზიდენტი
სასიამოვნო კი არა და სავალდებულოდ საჭირო სიურპრიზის მომსწრე გახდა პარლამენტის წინ მდგომი ხალხი და კიდევ უამრავი ტელევიზორების წინ მჯდომი მოსახლეობა.
უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის
განცხადება მოისმინა ქვეყანამ.
პარლამენტში არ მიიღეს პრეზიდენტი მოსასმენად, დასვენების დღე არისო და არც სასესიო კვირააო…
არადა, მნიშვნელოვანი ამბები ჩვენს სამშობლოში ხომ პარლამენტის წინ ხდება ხოლმე.
ჰოდა, გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი და თქვა:
ხალხი მხარს უჭერს უკრაინას.
პრეზიდენტი ხალხთან არის.
პრეზიდენტი და ხალხი წარმოადგენს ქვეყნის ღირსებას.
ასე ითქვა და ასეც არის!..
და ამ დროს სად არის ქვეყნის მთავრობა?
სად და … ამორალურ პოზიციაზე.
ესეც ასე ითქვა და ასეც არის!..
და როგორ ვითარდება პროცესები ამის მერე?
ან:
ქალბატონი პრეზიდენტი შეიწყალებს ბატონ პრეზიდენტს!…
ან:
ქართული ოცნება პრემიერს გაიმეტებს.
ორივე შემთხვევაში ვადამდელი არჩევნების კონტურები ნათლად ისახება,” – წერს ნატო ჩხეიძე.