ნარკოდანაშაულისთვის შეწყალებულების სტატისტიკა

Read Time:27 Second

პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება სახელისუფლებო შტოებს შორის ახალი უთანხმოების მიზეზი ხდება.

საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას ბოლო წლებში შეწყალებულ პირთა ნაწილის მიმართ კითხვები აქვს.  სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2013 წლის შემდეგ შეწყალებულებს შორის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული მოქალაქეებიც არიან. სწორედ ერთ-ერთი მათგანია თურქეთიდან 900 აბი ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებული ირაკლი ქორიძე, რომელიც სამი დღის წინ დააკავეს. დეპუტატებს აინტერესებთ, რის საფუძველზე შეიწყალა გიორგი მარგველაშვილმა წლების წინ ასევე ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ქორიძე 2014 წელს.

ამ თემაზე დღეს მედიასთან განმარტებების გაკეთება მმართველი გუნდის იმ წევრსაც მოუხდა, რომლის კომიტეტი თავის დროზე ირაკლი ქორიძის საქმეს სწავლობდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2026 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის პრეტენდენტები დაასახელა
Next post ზვიად ძიძიგური: ნარკორეალიზატორი ჩემთვის სერიული მკვლელია