ნათია ფანჯიკიძე: ნიკო ნიკოლაძის კარმული ვალი აქვს სალომე ზურაბიშვილს – ვალი უნდა გადაიხადოს, თორემ მსოფლიოს ყველა რელიგიის ენაზე დაერხევა ცაშიც და მიწაზეც

Read Time:1 Minute, 19 Second

ნიკო ნიკოლაძის კარმული ვალი აქვს სალომე ზურაბიშვილს. ვალი უნდა გადაიხადოს, თორემ მსოფლიოს ყველა რელიგიის ენაზე და ამავდროულად და აწ უკვე ძველქართულად რომ ვთქვა – დაერხევა ცაშიც და მიწაზეც. – წერს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში, რითაც ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას: “სუფ­თა ჰა­ე­რი­ვით იგ­რძნო­ბა, რომ სა­ბო­ლო­ოდ სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს მო­უს­მი­ნო, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლე­ბის 90%-ის ევ­რო­პულ სურ­ვილს წარ­მო­ად­გენს”:

“ნიკო ნიკოლაძის კარმული ვალი აქვს სალომე ზურაბიშვილს. ვალი უნდა გადაიხადოს, თორემ მსოფლიოს ყველა რელიგიის ენაზე და ამავდროულად და აწ უკვე ძველქართულად რომ ვთქვა – დაერხევა ცაშიც და მიწაზეც. მას თავისი ცხოვრების მთავარი ამოცანის აღსრულებაში და გზიდან არ აცდენაში უნდა დაეხმაროს ყველა. საერთოდაც ვფიქრობ, ამ მოკლე ხანში, ქვეყნის მიზნისკენ სავალ გზაზე (ჰაივეია თან, სისწრაფის დაგდება არ შეიძლება) უფრო მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა ვერ აღმოცენდება, ვინც ისტორიული მომენტის კარიბჭესთან დგას, აღჭურვილი თანაც – უმაღლესი ტრიბუნა, კონტაქტები და თანამდებობრივი პოზიცია. ხოდა ახლა თუ ოპოზიციისთვისაც ნამდვილად მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, მის გარშემო უნდა მოგროვდნენ და ეს გოლი გაიტანოს ყველამ ერთად. “დაივიწყეთ პირადი წყენები” – რომ აკერიათ ნაცებს პირზე და “პირად წყენებს” ეძახიან უმძიმესი შედეგებით დასრულებულ კრიმინალსაც და სისტემურ დანაშაულსაც, სცადონ ახლა და დაივიწყონ პირადი წყენები ამ ერთხელ და იმუშაონ ქვეყნის სინათლეში გასაყვანად.ისმინე კრამონის მესიჯი სწავლის მძებნელო. “კაი ხალხი ხართ და მთავრობის ჩარევის გარეშე გაჩუქებთ სტატუსს” – ეს რომ ასე არ ხდება, კი იცით მშვენივრად, ხოდა რაც მშვენივრად იცით, მშვენივრადვე აღასრულეთ – ბოლოს და ბოლოს, ძლივს, მთავრობაში დასაყრდენი არსებობს.” – წერს ნათია ფანჯიკიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
100 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ატარებს ქართულ პოლიტიკას, ყველაზე მთავარი, რაც გვამოძრავებს, არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი – ვფიქრობ, საქართველო თამაშობს მიუკერძოებელ, ნეიტრალურ როლს სტაბილურობისა და მშვიდობის გასაძლიერებლად ჩვენს რეგიონში