სანამ “ოცნება” ჭორაობს, ჩვენ წინ მივდივართ და შეიძლება გაიღვიძონ და აღმოაჩინონ, რომ ოპოზიციაში არიან, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“ერთპიროვნული მმართველობის დასასრული დაიწყო მუნიციპალიტეტების დონეზე. ერთი წლის დაფუძნებულიც არ არის პარტია და 4 მუნიციპალიტეტში გავხდით საკრებულოს თავმჯდომარე. ბუნებრივია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. ამ თანმიმდევრული ნაბიჯებით ვაპირებთ გაგრძელებას. ჩვენი მიზანი გრძელვადიანში მთელი ქვეყნის მასშტაბით ცვლილებებია, ის, რაც ახლა მუნიციპალიტეტებში დავიწყეთ. ამიტომ, “ოცნებას” ვურჩევდი, რომ ნაცვლად ჭორაობისა, პრობლემებზე გააკეთონ მეტი აქცენტი. სანამ ისინი ჭორაობენ, ჩვენ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ და ერთ დღეს შეიძლება გაიღვიძონ და აღმოაჩინონ, რომ ოპოზიციაში არიან,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.