ნათია თურნავა: ჩვენი ხელისუფლების პერიოდში სიღარიბე ისტორიულ მინიმუმს აღწევს

Read Time:30 Second

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს ეკონომიკური ზრდა იყო ჩაკეტილი ერთ ჯგუფში, ანუ მისი სიკეთე ხმარდებოდა კონკრეტულ ელიტას და არ ნაწილდებოდა ადამიანებზე, – ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ საუბრისას ნათია თურნავამ განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დროს ქვეყანაში სიღარიბემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.

„ჩვენ დროს, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, სტატისტიკურად სიღარიბე ისტორიულ მინიმუმს აღწევს – 400 ათასზე მეტმა ადამიანმა მოახერხა და ჩვენი დახმარებით, ჩვენი პოლიტიკის შედეგად დააღწია თავი სიღარიბეს“, – ამბობს თურნავა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის“ დროს ქვეყანაში არ არსებობდა არცერთი სპეციალური პროგრამა, რომელი მასობრივად დაეხმარებოდა მცირე და საშუალო ბიზნესს, 2014 წელს შექმნილი პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ კი უკვე ათასობით ადამიანმა ისარგებლა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკო კვარაცხელიას დედა: მივმართავთ ალეკო ჭელიძისა და გიორგი კაველაძის მშობლებს – თუ ნამდვილად გიყვართ ისინი, მიეცით გულწრფელი სინანულის საშუალება
Next post დავით თორდია- ნაციონალებს სააკაშვილის გატაცება უნდათ, ამიტომ ითხოვენ მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას… მაგრამ, ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ქართული საზოგადოება ასე ადვილად მოტყუვდება