ნათია თურნავა – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აშშ-ის კომპანიებმა კიდევ უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი საქართველოში

Read Time:39 Second

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-ის კომპანიებმა კიდევ უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი. ჩვენი სამინისტროს კარი ყოველთვის ღიაა მათთვის, რათა გავიაროთ თითოეული პრობლემა და საკითხი, რაც მათ წინაშე შეიძლება დადგეს, გადავწყვიტოთ ყველაფერი ისე, რომ უფრო მეტი ამერიკული ინვესტიცია გვქონდეს მომავალში, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სტატისტიკურ მაჩვენებელს 2020 წლის პირველ კვარტალში აშშ-დან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია – 2020 წლის პირველი კვარტალის მონაცემით, ამერიკული ინვესტიციები 34%-ით გაიზარდა და 17%-იანი წილით მეორე ადგილი დაიკავა უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის.

„ძალიან სასიხარულოა, რომ აშშ-დან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წლის პირველ კვარტალში გლობალური პანდემიის მიუხედავად გაიზარდა. ესაა კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ ჩვენ, „ქართული ოცნების“ გუნდი ვაყალიბებთ ისეთ საინვესტიციო გარემოს, რომელიც მიმზიდველია ინვესტორებისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვაშაძე – უკომპრომისო და კოორდინირებულმა ბრძოლამ ჩვენ მოგვიტანა გამარჯვება
Next post ლევან ნიკოლეიშვილი – სააკაშვილმა კარგად იცის, რომ შემოდგომაზე არჩევნებს არჩევნების გზით ვერ მოიგებს. ის ქმნის პროექტს, რომელსაც ახალი თაობის ლიდერი ჰქვია და აბარებს მას ელისო კილაძეს