ნათია თურნავა: გვაქვს მოლოდინი, რომ 2021 წელი უცხოური ინვესტიციების კუთხით კვლავ პოზიტიური იქნება

Read Time:56 Second

2020 წელი კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი. ჩვენ ვგეგმავდით 5%-იან ეკონომიკურ ზრდას, რადგან საქართველო თავისი მაღალი რეიტინგებით და ბიზნესგარემოთი ძალიან მიმზიდველი იყო ინვესტორებისთვის, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„შეიძლება წლიდან-წლამდე უცხოური ინვესტიციის მოცულობა ვარირებდა, თუმცა ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ გავედით ერთ-ერთ ლიდერ პოზიციებზე ამ მიმართულებით ჩვენი ეკონომიკის ზომასთან და მშპ-სთან მიმართებით. ინვესტიციების ზრდა არის 7,7%, ეს არის ორჯერ მეტი, როცა რეგიონში ეს მაჩვენებელი 3%-ია. ძალიან მიმზიდველია ჩვენი ეკონომიკა ბევრი პარამეტრით ინვესტორებისთვის“, – აღნიშნა თურნავამ.

მისი თქმით, 2020 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დიდი მონაპოვარია. „თუმცა კლება მოსალოდნელი იყო, რადგან თვითონ ქვეყნის ეკონომიკის მოცულობაც შემცირდა“, – აღნიშნა თურნავამ.

მისი თქმით, 2020 წელს ქვეყანაში ლიდერობდა დასავლური ინვესტიციები. „კერძოდ ტოპ ქვეყნებს შორის ლიდერობდა აშშ, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი. გარდა მაგისა დაიწყო მსხვილი პროექტები, რომელიც ეკონომიკაზე 2021 წელს აისახება. მათ შორის ნამახვანჰესის პროექტი, რომლის მოცულობაც $800 მილიონია. ასევე მცირე ენერგეტიკაში და დეველოპმენტში ჩაიდო ინვესტიციები. ასევე სასტუმრო ინდუსტრია, რომელსაც ახლა აქვს ჩავარდნა, კვლავაც ვითარდება და ინვესტორებისთვის საინტერესოა. საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ 2021 წელს კვლავ პოზიტური დინამიკა გვექნება ინვესტიციების თვალსაზრისით“, -განაცხადა თურნავამ.

2020 წელს საქართველოში წინასწარი მონაცემებით, უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24%-ით შემცირდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვარლამ ლიპარტელიანი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის განახლებულ რეიტინგში წონის ლიდერია
Next post ბიძინა ივანიშვილი – პოლიტიკაში ჩემს მონაწილეობას ჰქონდა კონკრეტული მიზნები და ამოცანები, რომელთა შესრულების შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, სამუდამოდ ჩამოვშორდე პოლიტიკას