ნათია თურნავამ ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსს რევაზ არველაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა

Read Time:1 Minute, 10 Second

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, სამინისტროს სახელით, ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსს, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტს რევაზ არველაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა.

„ბატონ რევაზ არველაძეს დღეს 80 წელი შეუსრულდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელით, სადაც ბატონი რევაზის არაერთი მოსწავლე, უმცროსი მეგობარი და კოლეგა მუშაობს, ვულოცავ მას იუბილეს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ

ბატონი რევაზ არველაძე საქართველოს ენერგეტიკის ნამდვილი მემატიანეა. მან მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ყველაზე სტრატეგიული დარგის – ენერგეტიკის განვითარებაში. სხვადასხვა წლებში ბატონი რევაზი იყო საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი, პარლამენტის ენერგეტიკის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ენერგეტიკის სექტორში ქვეყნის უმსხვილესი სამეცნიერო – კვლევითი დაწესებულების – ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და დღემდე არის საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი. მისი ხელმძღვანელობით დამუშავდა „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის“ პროექტი. ასევე, ბატონი რევაზის უშუალო მონაწილეობით დამუშავდა საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“. გარდა ამისა, ის ავტორია არაერთი ენერგეტიკული კანონპროექტისა, რომელთა მიღებამ დიდი წვლილი შეიტანა ენერგეტიკის განვითარების საქმეში.

თავისი ხანგრძლივი პროფესიული მოღვაწეობის მანძილზე, ბატონი რევაზ არველაძე აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ენერგეტიკული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და არსებულის აღდგენა – განახლების საქმეში.

ცალკე აღსანიშნავია რევაზ არველაძის საქმიანობა პედაგოგიურ და სამეცნიერო ასპარეზზე. მისი უშუალო ჩართულობით დაინერგა თანამედროვე სასწავლო პროგრამა ენერგეტიკაში, რაც საბოლოო ჯამში დარგისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მომზადებას ისახავდა მიზნად.

ბატონი რევაზის უშუალო თაოსნობით დაფუძნდა სამეცნიერო – ტექნიკური ჟურნალი „ენერგია“, რომელშიც თავისი კვლევა არაერთმა ცნობილმა ენერგეტიკოსმა გამოაქვეყნა.

კიდევ ერთხელ, ვულოცავ ბატონ რევაზს 80 წლის იუბილეს, დიდხანს სიცოცხლეს და ქვეყნის ენერგეტიკის სასარგებლოდ კიდევ არაერთ საჭირო საქმის კეთებას ვუსურვებ“,- წერს ნათია თურნავა მისალოც წერილში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – გუშინ ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, სად არის ხალხის ნამდვილი ძალა, ოპონენტების სასოწარკვეთა ზედმიწევნით ცხადყოფს ჩვენი აქციის წარმატებას
Next post ზაალ უდუმაშვილი – თითოეული ჩვენი თანამებრძოლი მეორე ტურისთვის მაქსიმალურად მობილიზებული იქნება, გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ