ნათია თურნავამ რეგულარული რეისების განახლების დეტალები განმარტა

Read Time:33 Second

გამოიცა მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ნოემბრის თვეში რეგულარული რეისების ეტაპობრივი გახსნის რეჟიმს. ჩვენ ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავას განმარტებით, ეს არის მთელი რიგი მიმართულებები, ძირითადად კი ევროპული.

„ტრადიციული მიმართულებები, როგორებიცაა მიუნხენი, პარიზი, რიგა, აქ ჩვენ შევთავაზეთ იმ კომპანიებს, რომლებიც ემსახურებიან ამ მიმართულებებს, გაზარდონ სიხშირეები, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს, მაგალითად, ამსტერდამი, ვენა, ვარშავა, ათენი, ვოლნიუსი, დორტმუნდი, კატოვიცე, მილანი – ამ მიმართულებით შესაძლებელი იქნება იმ კომპანიებისთვის, ვინც აქამდე ასრულებდნენ რეისებს, დაიწყონ რეგულარული ფრენები. რაც შეეხება უფრო მეტ დეტალს, მაგალითად, რამდენჯერ იფრენენ კვირაში და როდიდან, ეს დიდად დამოკიდებულია თვითონ ავიაკომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან ბევრ ავიაკომპანიას რთული პერიოდი უდგას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია მეზვრიშვილი: მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, ბიზნესისთვის დახმარების საკითხი დღის წესრიგიდან არც ერთი დღით არ მოხსნილა
Next post განათლების მინისტრი განმარტავს, რა შემთხვევაში დაბრუნდებიან მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში