მწერალი გურამ გეგეშიძე გარდაიცვალა

Read Time:17 Second

86 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მწერალი გურამ გეგეშიძე.

გურამ გეგეშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, წლების განმავლობაში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. იყო რუსთაველის საზოგადოების ვიცე–პრეზიდენტი და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

პირველი მოთხრობა „სანამ ერთად ვართ“ გურამ გეგეშიძემ 1957 წელს, ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა. იყო რამდენიმე პროზაული კრებულის ავტორი. განსაკუთრებით ცნობილია მისი რომანები: „სისხლის წვიმები“ და „ხმა მღაღადებლისა“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე – დიდი გზა მაქვს გავლილი, ტალახიც უსვრიათ, მაგრამ პირდაპირ მითხარით, ვიყავით იმის ღირსი, რაც გუშინ ერთ-ერთ არხზე ითქვა?
Next post ამირან გამყრელიძე – პაატა იმნაძეს და მე არასდროს გვითქვამს, რა წვლილი შევიტანეთ ლუგარის ცენტრის ამუშავებაში, ზოგიერთი პოლიტიკოსი კი ამას იბრალებს