მშრალ ხიდზე მოვაჭრეებისთვის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყობა

Read Time:25 Second

მშრალ ხიდზე მომუშავე ადამიანებისთვის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას 1tv წერს.

თბილისის მერმა მშრალ ხიდზე დაგეგმილ პროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, ადგილზე დასაქმებული პირები დროებით სხვა ტერიტორიაზე განთავსდებიან.

“ამ პროექტის განხორციელებას უახლოეს მომავალში ვიწყებთ. ზოგადად, იქ მომუშავე ადამიანებისთვის, ვინც სურათებს, ნახატებს ყიდის, სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყობა. არსებული მდგომარეობით, მართლაც გაუსაძლის პირობებში არიან – აწვიმთ, ათოვთ. მათთვის მოეწყობა თანამედროვე, საუკეთესო ინფრასტრუქტურა, როდესაც პროექტი დასრულდება, ხოლო მანამდე გადაყვანილნი იქნებიან გვერდით ბაღში, სადაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი საქმიანობა გააგრძელონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კალაძე: საქართველო-ისრაელის ურთიერთობაზე სითი პარკის საქმე ნეგატიურად არ აისახება
Next post აჭარაში 5268 ადამიანს საკვების ფული არ აქვს