მსოფლიო მორიგი მძიმე ღამის მოლოდინშია – ისრაელი ირანზე საპასუხო თავდასხმისთვის ემზადება

Read Time:1 Minute, 5 Second

მსოფლიო მორიგი მძიმე ღამის მოლოდინშია – ისრაელი ირანზე საპასუხო თავდასხმისთვის ემზადება. “მშვიდად არ დაიძინონ! პასუხი იქნება უფრო ძლიერი და მასშტაბური,” – ასეთია ისრაელის პოზიცია. ირანის მიერ მხარდაჭერილ “ჰეზბოლას” ობიექტზე, ლიბანში, ისრაელმა უკვე მიიტანა იერიში. ირანი იმუქრება, რომ ისრაელის საპასუხო ქმედებებს უფრო დიდი იერიშები მოჰყვება და სამიზნეები რეგიონში მდებარე ამერიკის სამხედრო ბაზებიც იქნება.

რამდენიმედღიანი მუქარის შემდეგ, თეირანმა გასულ ღამეს თელ-ავივს შეუტია. ირანის გარდა, ისრაელის მიმართულებით დრონები და რაკეტები გაუშვეს სირიის, ლიბანის, იემენისა და ერაყის ტერიტორიიდანაც. თავდასხმა გათენებამდე, ჯამში, 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ისრაელის მიმართულებით 185 დრონი, 30 ფრთოსანი რაკეტა და 120 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. კამიკაძე დრონს ირანიდან ისრაელამდე მისაღწევად 3-დან 8 საათამდე სჭირდება, ფრთოსან რაკეტებს, დაახლოებით, 2 საათი, ბალისტიკურ რაკეტებს კი – მხოლოდ 12-15 წუთი.

ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების პირველი წუთიდან, ერთდროულად თავდაცვის სხვადასხვა სისტემა ამუშავდა. რაკეტებს უნდა გაევლოთ იორდანიის საჰაერო სივრცე, რისი საშუალებაც იორდანიის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ არ მისცა და დრონები განადგურდა. ასევე, ისრაელის ცა დაიცვა ამერიკის და დიდი ბრიტანეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, რომლებიც სხვადასხვა არაბულ ქვეყანაშია განლაგებული. გაშვებული დრონებისა და რაკეტების 99%- განეიტრალდა.

წარმატებით იმუშავა “რკინის გუმბათმაც”. თავდაცვით ფარის გარღვევა რამდენიმე ერთეულმა დრონმა და ბალისტიკურმა რაკეტამ შეძლო. მათი ნაწილი ისრაელის სამხრეთით, “ნეგევის” უდაბნოში არსებულ “რამონის” სამხედრო ბაზაზე ჩამოვარდა, ნაწილი კი დაუსახლებელ პუნქტებში.

ირანმა ისრაელზე თავდასხმა მას შემდეგ გადაწყვიტა რაც, პირველ აპრილს, სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საელჩოს შენობაზე განხორციელებული ავიაიერიშის გამო, ირანის გუშაგთა არმიის ორი გენერალი დაიღუპა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს ხალხის მოგროვებას უჯობთ კითხვები და პასუხები მოაგროვონ
Next post მოულოდნელი ინციდენტი სტადიონზე-ვინ არის ფეხბურთელი რომელცავ მატჩის დროს გულის შეტევა დაემართა