სამშაბათი, ივლისი 21, 2026

მსოფლიოს ებრაული მოსახლეობა

ებრაული დღესასწაული როშ-ა-შანას (ძველი ათვლით ახალი წელი)
წინ ებრაელთა სააგენტო „სოჰნუდმა“ ერის დემოგრაფიის შესახებ
ცნობა გამოაქვეყნა.
დღეისათვის მსოფლიოში ებრაელთა რიცხვმა 15,2 მილიონს მიაღწია
(ეს 100 ათასით მეტია ვიდრე წინა ებრაული წელთაღრიცხვის 5781
წელს).
მეორე მსოფლიო ომის წინ 1939 წელს მსოფლიოში უფრო მეტი
ებრაელი ცხოვრობდა ვიდრე დღეს (16,728 მილიონი).
ისრაელში 6,9 მილიონი ებრაელი განსახლებული. 8,3 მილიონი კი
დანარჩენ მსოფლიოში. დაახლოებით 6 მილიონი აშშ-ში.
„სოჰნუდის“ მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში ებრაელად
მოხსენიებულია ყველა ის ადამიანი ვინც თავს ამ ერის
წარმომადგენლად მიიჩნევს და იუდეველია. ამას თუ დავუმატებთ იმ
ხალხს ვისაც აქვს უფლება ისრაელის მოქალაქეობის მიღებისათვის,
დაბრუნების კანონის თანახმად, მაშინ ებრაელთა რაოდენობა
თითქმის ორმაგდება და 25,3 მილიონს აღწევს (7 მილიონი ისრაელში
და 18 მილიონი დანარჩენ მსოფლიოში).
ისრაელში მსოფლიო ებრაელობის 45,3 პროცენტი ცხოვრობს.
„5781 წელი მეტად რთული იყო, ჩვენ ვცხოვრობდით გლობალური
პანდემიის პირობებში. – თქვა ებრაული სააგენტოს „სოჰნუდის“
აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის მოვალეობის
შემსრულებელმა იაკობ ჰაგოელმა. – 10 ათასობით ახალი რეპატრიანტი

ჩამოვიდა ისრაელში. ათასობით ახალგაზრდა ებრაელი კიდევ
სხვადასხვა პროგრამით. „სოჰნუდი“ კვლავ გააგრძელებს მსოფლიო
ებრაელობასა და ებრაელთა სახელმწიფო ისრაელს შორის მყარი
სოლიდარობის გაუტეხელი ხიდის ფუნქციას.
„სოჰნუდის“ ცნობით: საფრანგეთში 446.000, კანადაში 393.000, დიდ
ბრიტანეთში 292.000, არგენტინაში 175.000, რუსეთში 150.000,
გერმანიაში 118.000, ავსტრალიაში 118.000, ბრაზილიაში 91.500,
სამხრეთ აფრიკაში 52.000, უნგრეთში 47.000, უკრაინაში 43.000,
მექსიკაში 40.000, ნიდერლანდებში 30.000, ბელგიაში 29.000, იტალიაში
27.000, შვეიცარიაშიშ 18.500, ჩილიში 16.000, ურუგვაიში 16.000,
შვედეთში 15.000, თურქეთი 14.500, ესპანეთში 13.000, ავსტრიაში
10.000, პანამაში 10.000 ებრაელი ცხოვრობს.
27 ათასამდე ებრაელი არაბულ და ისლამურ ქვეყნებში ცხოვრობს. 14
ათასამდე თურქეთში 9,5 ირანში, 2 ათასი მაროკოში, ათასამდე
ტუნისში.
ათასამდე ებრაელი შემდეგ ქვეყნებშია: არაბეთის გაერთიანებული
საემირო, არაბეთის ემირატები, ბემუდის კუნძულები, ბაჰამი,
ბაჰრეინი, ბარბადოსი, კუბა, დომენიკის რესპუბლიკა, სალვადორი,
იამაიკა, კიურასაოვირჯინიის კუნძულები, ბოლივია, სურინამი,
კვიპროსი, ეგვიპტე, მალტა, სლოვენია, ბოსნია, ალბანეთი, ჩრდილო
მაკედონია, სომხეთი, ყირგიზეთი, ტაჟიკეთი, თურქმენეთი,
ინდონეზია, ფილიპინები, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ტაილანდი, კონგო,
ბოტსუანა, კენია, მადაგასკარი, ნამიბია, ნიგერია, ზიმბაბვე, იემენი,
სირია.

იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორის, ცნობილი
დემოგრაფის სერჯიო დელა პერგოლას მიერ განახლებული ცნობები
American Jewish Year Book-2021 გამოქვეყნდება.
ფოტოზე: ისრაელის პარლამენტი – ქნესეთი

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თბილისში, მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა – ქალაქის მასშტაბით მოძრაობა აღდგენილია

ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე უბანში პრობლემა შექმნა. წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, რის გამოც გარკვეულ მონაკვეთებზე გართულდა ავტომობილებით გადაადგილება.მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო თბილსერვისის სამსახური, გამგეობები და ასევე საპატრულო პოლიცია. მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგადაც მოძრაობა აღდგენილია მთელი ქალაქის მასშტაბით.„ძლიერი წვიმა მოვიდა, მოკლე დროში ძალიან ბევრი ნალექი. გარკვეულ უბნებში შეიქმნა პრობლემები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, გაფუჭებულია კონკრეტული საგზაო მონაკვეთები. რაც შეეხება ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებს, ყველგან მივალთ და ყველას დავეხმარებით, არცერთი ადამიანი არ დარჩება ყურადღების მიღმა“, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს

ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს. ლითონის დნობის საქმიანობასთან დაკავშირებული კომპლექსი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიის მიერ ძვ.წ XIII-IX საუკუნეებით არის დათარიღებული, თავისი მასშტაბით ყველაზე დიდია კოლხეთში აქამდე ცნობილ მსგავს სახელოსნოებს შორის და სრულყოფილად ასახავს ლითონის დნობის რთულ პროცესს.აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გვიან ბრინჯაო-ადრერკინის ხანაში ლეჩხუმი მთიანი კოლხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეტალურგიული ცენტრი იყო და კავკასიის სპილენძის ლითონწარმოებაში წამყვან როლს ასრულებდა.

ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღურაშის ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა და უცხოელმა მკვლევრებმა ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ბრინჯაოს ხანის უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს.ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, ლითონის დნობის საქმიანობასთან დაკავშირებული კომპლექსი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიის მიერ ძვ.წ. XIII-IX საუკუნეებით არის დათარიღებული, თავისი მასშტაბით ყველაზე დიდია კოლხეთში აქამდე ცნობილ მსგავს სახელოსნოებს შორის და სრულყოფილად ასახავს ლითონის დნობის რთულ პროცესს.„აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში ლეჩხუმი მთიანი კოლხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეტალურგიული ცენტრი იყო და კავკასიის სპილენძის ლითონწარმოებაში წამყვან როლს ასრულებდა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.კულტურის სამინისტროს ცნობით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღურაშის ექსპედიცია საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით და არქეოლოგიის დოქტორის, ნანა რეზესიძის ხელმძღვანელობით ხორციელდება.„სპილენძის უძველესი სახელოსნოების კვლევას ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო სულავა უძღვება. ქართველ სპეციალისტებთან ერთად, სამუშაოებში მონაწილეობდნენ უცხოელი მკვლევრები დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან და იტალიიდან.გამოვლენილი ბრინჯაოს ხანის უნიკალური არტეფაქტები საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძემ, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მიწვეულმა სტუმრებმა ადგილზე დაათვალიერეს“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

დონალდ ტრამპი – ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, ძალიან ძვირი დაუჯდება

ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, მათ ეს მკვლელობა ძალიან ძვირი დაუჯდებათ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.„ეს დირექტივა გადაეცა ომის მდივან პიტ ჰეგსეთს, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე დენიელ კეინს და ყველა სამხედრო ლიდერს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.ასევე, ტრამპის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ის ტერიტორიაზე ყოფნისას დაკავება არანაირად არ მოხდება.„ის ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ იბრძვის, რომელმაც ცოტა ხნის წინ 52000 უდანაშაულო დემონსტრანტი მოკლა და უკანასკნელი 47 წელი ამერიკელი ჯარისკაცებისა და სხვების მკვლელობაში გაატარა“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

პაატა ბურჭულაძე – 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე, რომ არა პროვოკაცია, ძალიან მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე, რომ არა პროვოკაცია, ძალიან მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა, პაატა ბურჭულაძემ სააპელაციო სასამართლოში სხდომაზე განაცხადა.„პაატა მანჯგალაძე არ ყოფილა არანაირი ორგანიზატორი. მე ვარ ბედნიერი, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ“, – აღნიშნა სხდომაზე ბურჭულაძემ.შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ბოლო სიახლეები