მოძრაობა „ხალხის ძალას“ ხუთი დეპუტატი შეუერთდა

Read Time:22 Second

მოძრაობა „ხალხის ძალას“ კიდევ ხუთი დეპუტატი, ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდა.

როგორც ბრიფინგზე სოზარ სუბარმა განაცხადა, „ხალხის ძალა“ საქართველოს პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

„ფართოვდება მოძრაობის საპარლამენტო შემადგენლობა. ჩვენს საპარლამენტო გუნდს დაემატება 5 პარლამენტარი: ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე. მთლიანობაში ჩვენი მოძრაობა საქართველოს პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში გვეყოლება რიცხოვნებით მესამე პოლიტიკური ჯგუფი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზელენსკი: რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს თუ რუსეთს?
Next post სოზარ სუბარი: „ქართული ოცნების“ ფრაქციას აღარ აქვს უმრავლესობა „ხალხის ძალის“ გარეშე, თუმცა ჩვენ ვრჩებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებად