მოსკოვში ფანჯრიდან გადმოვარდნილი კაცი თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის დააჯარიმეს.

Read Time:24 Second

მოსკოვში პოლიციამ გადაარჩინა კაცი, რომელიც მე-15 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის კაცმა ფანჯრის რაფაზე სელფის გადაღება გადაწყვიტა, მაგრამ გადავარდა. ის კარნიზს მოეჭიდა. ბინაში მყოფმა ქალმა კაცის გადარჩენა სცადა, თუმცა ძალა არ ეყო. მეზობლებმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს და ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა კაცის გადარჩენა მოახერხეს. ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ კაცი ბინაში სტუმრად იმყოფებოდა. გადარჩენილი და მისი მასპინძელი ქალი განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სამართალდამცველებმა თვითიზოლაციის რეჟიმის ფაქტზე ადმინისტრაციული პროტოკოლი შეადგინეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან რატიანი: შვილები ერთი თვე არ მინახავს
Next post ვისწავლოთ საქართველოსგან! საქართველო, უფლის განგებით, წარმატებულობის მსოფლიო ბრენდი ხდება!