მოსკოვის სასამართლომ, „ექსტრემიზმის“ მოტივით, რუსეთში „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ მუშაობა აკრძალა

Read Time:25 Second

მოსკოვის ტვერსკოის სასამართლომ რუსეთში სოციალური ქსელების – „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ მუშაობა „ექსტრემიზმის“ მოტივით აკრძალა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

არსებული ცნობებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.
აღნიშნული სოციალური ქსელების მფლობელი კომპანია „მეტას“ ექსტრემისტულად ცნობის თაობაზე სარჩელი გენერალურმა პროკურატურამ შეიტანა. პროკურატურის განმარტებით, ისინი აპირებენ რუსების დაცვას მათი უფლებების შემდგომი დარღვევისგან.

პროკურორების თქმით, ექსტრემისტული ინფორმაცია ემუქრება როგორც ინდივიდებს, ისე მთლიანად საზოგადოებას და კომპანიამ დაარღვია საკუთარი წესები რუსი სამხედროების მკვლელობის შესახებ მოწოდებების გამოქვეყნებით.

დამატებით ხაზგასმულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეხება „ვოთსაპ“ მესენჯერს, რომელიც ასევე „მეტას“ კუთვნილებაა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 13-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე
Next post აჭარასპორტი: კვარაცხელიამ რუბინი დატოვა და კარიერას ევროპაში გააგრძელებს