ისრაელის საგარეო დაზვერვის („მოსადის“) უფროსის დავით ბარნეას
ინფორმაციით ქვეყნის სპეცსამსახურებმა უცხოეთში მოქალაქეების
წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე ათეული ტერორისტული აქტი
აღკვეთეს.
საუბარი ეხება, ირანის წარმომადგენლების მცდელობას თურქეთს
ტერიტორიაზე ისრაელის მოქალაქეებს დასხმოდნენ თავს. რამდენიმე
თვის წინ ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის
ხელმძღვანელობამ სტამბულში, თურქეთში, სამი მებრძოლთა ჯგუფი
გააგზავნა, რომელთა დავალებაც ერტადერთი იყო, მოეხდინა
ტერაქტების ორგანიზება ებრაელთა და ისრაელის მოქალაქეთა
წინააღმდეგ. „მოსადმა“ თურქეთის სპეცსამსახურების დახმარებით
შეძლო ამ ტერაქტების თავიდან აცილება.
დავით ბარნეამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ თუ ირანთან
„ატომურ ხელშეკრულებას“ ხელი მოეწერება“მოსადი“ გააგრძელებს
საკუთარ მუშაობას ირანის ტერიტორიაზე. მან ხაზი გაუსვა ამ
შეთანხმების ხელმოწერის შედეგად არსებულ ხიფათებს.
ხელშეკრულების ხელმოწერიდან,საერთაშორისო სანქციების მოხსნის
შემდეგ, პირველსავე წელს ირანის ხელისუფლებას დაახლოებით 90
მილიარდი დოლარის სავალუტო რეზერვებზე მიეცემა წვდომა.
„დარწმუნებული ვართ,რომ ამ თანხების ძირითადი ნაწილი
საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერას მოხმარდება ( მათ შორის
„ჰესბოლას“ ლიბანში, და „ჰუსიტებს“ იემენში) – ხაზი გაუსვა საკუთარ
გამოსვლაში დავით ბარნეამ.
ფოტო: დავით ბარნეა. მთავრობის პ/ს