მონტენეგრო რუს დიპლომატს გააძევებს

Read Time:50 Second

მონტენეგროს მთავრობამ  “სკრიპალის საქმესთან” დაკავშირებით რუსი დიპლომატის გაძევება გადაწყვიტა. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“მონტენეგროს მთავრობამ გადაწყვიტა რუსეთის ფედერაციის საელჩოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენელი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს და მონტენეგროში რუსეთის საპატიო კონსულის საქმიანობა დროებით შეაჩეროს. რუსეთის ფედერაციის საელჩო აღნიშნული ზომების შესახებ ინფორმირებული იყო. დიპლომატმა მონტენეგრო შვიდი დღის განმავლობაში უნდა დატოვოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მონტენეგრომ გადაწყვეტილება ევროკავშირსა და ნატო-სთან კოორდინაციით მიიღო.

ევროკავშირის ქვეყნებმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და უკრაინამ 100-ზე მეტი რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ განაცხადეს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ჯონსონის თქმით, ქვეყნები შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა მათ ტერიტორიაზე იგივე დანაშაული ჩაიდინოს, რაც სერგეი სკრიპალის მოწამვლის შემთხვევაში მოხდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირობა დადო, რომ დიპლომატიური მისიების თანამშრომელთა გაძევებას „სარკისებური“ რეაგირება მოჰყვება.

ცნობისთვის, ბრიტანეთში რუსეთის არმიის გენერალური შტაბის დაზვერვის სამმართველოს ყოფილი ოფიცერი, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს ბრიტანეთში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. დადგინდა, რომ ისინი მოწამლეს.

2006 წელს სერგეი სკრიპალის ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო მოგვიანებით შეიწყალეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ათენში ოთხი ქართველი დააკავეს
Next post თბილისის გენგეგმაზე შესაძლოა სითი ინსტიტუტმა აღარ იმუშაოს