მიხეილ ჯანელიძე გერმანიაში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გერმანიის მთავრობის მიერ მიცემული შესაძლებლობით ისარგებლონ

Read Time:28 Second

„ესეც არის ის მხარდაჭერა, რომელსაც გამოთქვამენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და პირველ რიგში გერმანია, რათა ხელი შეუწყონ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ჩავიდნენ გერმანიაში და აქვთ სურვილი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდნენ. გერმანიის მთავრობა სთავაზობს სპეციალურ პირობებს, ფინანსურ დახმარებას და იმ ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც მათი დაბრუნებისთვის არის საჭირო. საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხაა, ამიტომ ამ ინფორმაციას აუცილებლად გავავრცელებთ კიდევ უფრო აქტიურად ჩვენი არხებით, შესაბამის დიასპორულ ორგანიზაციებში და მოქალაქეებში, რათა მაქსიმალურად ყველამ შეძლოს ამ ახალი შესაძლებლობით სარგებლობა და სამშობლოში დაბრუნება. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება კონკრეტული შედეგის მომტანი ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ სამშობლოში დაბრუნება. მოვუწოდებ, ამ შესაძლებლობით ისარგებლონ“, – განაცხადა ჯანელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ყოფილმა შეყვარებულმა აღიარა, რომ თემქაზე ახალგაზრდა გოგო მან მოკლა
Next post მოყვარულმა ასტრონომმა აფეთქებული ვარსკვლავის უიშვიათესი ფოტო შემთხვევით გადაიღო