მიხეილ ყაველაშვილი: 2008 წლის შემდეგ ოცდაათამდე სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდეს რუსეთს. ის ადამიანები, ვინც ამ ხელისუფლებას აკრიტიკებს, ჩადიოდნენ კიდეც, საზღვარსაც უხსნიდნენ, ცალმხრივად გაუუქმეს ვიზები და ძალიან კარგად იყვნენ რუსეთთან

Read Time:1 Minute, 27 Second

2008 წლის შემდეგ ოცდაათამდე სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდეს რუსეთს. ის ადამიანები, დღეს რომ აპროტესტებენ, რომ რუსეთი როგორი ცუდია, ვინც ამ ხელისუფლებას აკრიტიკებს, ჩადიოდნენ კიდეც, საზღვარსაც უხსნიდნენ, ცალმხრივად გაუუქმეს ვიზები და ძალიან კარგად იყვნენ რუსეთთან დამოკიდებულებაში, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ დაივიწყა ანწუხელიძე და პირიქით, 30 ობიექტი პირდაპირ მიჰყიდა რუსეთის ხელისუფლებას.

„2008 წელს გვქონდა ჩვენ ომი, ბავშვებს მივმართავ, საქართველოს რუსეთთან 2008 წელს ჰქონდა ომი, 500-მდე ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი გარდაიცვალა და 30 ათასი ლტოლვილია, დავკარგეთ ტერიტორიები. თქვენთვის ვიძახი ამას, აუცილებელია გვერდზე რომ გყავთ ის ადამიანები, ვინც ეს აქტი ჩაიდინა და ჩააბარა ეს ტერიტორიები, 2008 წლის შემდეგ ოცდაათამდე სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდეს რუსეთს. ის ადამიანები, დღეს რომ აპროტესტებენ, რომ რუსეთი როგორი ცუდია, იქ სიმღერა, ცეკვა და ა.შ. სიმღერითაც მღეროდნენ, ვინც ამ ხელისუფლებას აკრიტიკებს ჩადიოდნენ კიდეც, საზღვარსაც უხსნიდნენ, ცალმხრივადაც გაუუქმეს ვიზები და ძალიან კარგად იყვნენ რუსეთთან დამოკიდებულებაში. რატომ, იცით? იმიტომ რომ გარე დამკვეთებმა დაავალეს, რომ თქვენ ახლა არ უნდა შეეწინააღმდეგოთ რუსეთის პოლიტიკას. ეს ისტორიაა, არქივია და შეგიძლიათ ნახოთ. ჩვენ ომი მაშინ გვქონდა, მაგრამ იმ ხელისუფლებამ ეს პროცესები განავითარა ჩვენი ომის შემდეგ. დაივიწყეს ანწუხელიძე და პირიქით, 30 ობიექტი პირდაპირ მიჰყიდეს რუსეთის ხელისუფლებას, რუსულ კომპანიებს. ეს არის ფაქტები და ხომ ხედავთ, როგორ გატყუებენ და გაგიჟებენ, რომ თურმე ახლა გახდა რუსეთი ოკუპანტი და ახლა გახდა ვამპირი და ა.შ. აუცილებლად მინდა მივმართო ჩვენ საზოგადოებას, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ამ ბავშვებს სხვანაირად ვერ დავანახებთ, 29 აპრილს მარტო იმიტომ უნდა გამოვიდეთ და ერი და ბერი, არ მერიდება ამ სიტყვის, რადგან შემთხვევითი არ იყო, როცა ფიცი დაადებინეს და მამული, ენა სარწმუნოების მაგივრად ერთობა ათქმევინეს, როგორც კი მოხდება ამ ხელისუფლების შეცვლა, იმ დღესვე დაიწყება შეტევა ქართულ ეკლესიაზე, როგორც ეს უკრაინაში მოხდა, იმ დღესვე. იმ დღესვე დაიწყება ზეწოლა მართლმადიდებლობაზე, ჩვენ სარწმუნოებაზე და პატრიარქზე“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებებზე: ებრძვიან საქართველოს ხელისუფლებას, იმიტომ რომ ის არ არის მორჩილი და ეწინააღმდეგება იმას, რაც მის ინტერესში არ შედის
Next post “ხალხის ძალა”: ჩვენი გამოცდილებით ჩვენ შეგვიძლია ევროპას აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ, რაც ძველი, ტრადიციული, დემოკრატიასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული, მყარი იდენტობის მქონე ევროპის დაბრუნების აუცილებელი პირობაა