მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ გვინდა ჯანსაღ პროცესში ნებისმიერ თემაზე მსჯელობა, მაგრამ ოპოზიციას არანაირი ჯანსაღი მსჯელობის სურვილი არ აქვს

Read Time:32 Second

ჩვენ გვინდა ჯანსაღ პროცესში ნებისმიერ თემაზე მსჯელობა. მაგრამ ოპოზიციას არანაირი ჯანსაღი მსჯელობის სურვილი და მოტივაცია არ აქვს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„პრემიერის გამოსვლაში ყველა ღირსეული მოქალაქის შინაგანი განწყობა იგრძნობოდა, წინაპრების მოყოლილი, რითაც ვამაყობთ, ამის გამოძახილი იყო. ამ კონფერენციაზე ყველაზე ნაკლები, რაც ისმოდა, რუსეთთან დაკავშირებული თემა იყო. ამ დროს ჩვენი მოწინააღმდეგეები ყოველთვის რას გვედავებიან, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვეხებით, თუ ვინმესთან წინააღმდეგობაში მოვდივართ, პირდაპირ გვარქმევენ რუსეთის ვასალებს. თუ ადამიანს ჯანსაღი პროტესტი გაუჩნდა ე.ი. არის მტრული სახელმწიფოს წარმომადგენელი. ეს გვინდა, რომ დავასრულოთ. ჩვენ გვინდა ჯანსაღ პროცესში ნებისმიერ თემაზე მსჯელობა. მაგრამ ოპოზიციას არანაირი ჯანსაღი მსჯელობის სურვილი და მოტივაცია არ აქვს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით კაჭარავა: დღეს პრემიერის სიტყვაში ხაზგასმული იყო, რომ როდესაც ჩვენს ქვეყანას, სამშობლოს, სარწმუნოებას, ღირებულებებს საფრთხე ემუქრება, მაშინ ჩვენ ვომობთ თავგანწირვით
Next post დიმიტრი ხუნდაძე: ევროპული კონსერვატიზმი საუკეთესო პოლიტიკური იდეოლოგიაა საქართველოსთვის