მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენ მიერ გავრცელებულ წერილში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს შეესაბამება და აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ ეს სიმართლე იცოდეს
ჩვენ დეტალურად აღვწერთ ფაქტებს, რომელიც ბოლო სამ წელიწადში არსებობდა კელი დეგნანის ბოლო ინტერვიუდან გამომდინარე, რომელიც „ფორმულას“ მისცა. როდესაც „ფორმულას“ დამფინანსებელი არის ოლიგარქი და ოლიგარქიაზე გვესაუბრებიან ევროპარლამენტიდან და ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ, ეს არის ორმაგი მიდგომა, ორმაგი სტანდარტი და არგამიჯვნა იმ პროცესების, რაც წერილში მოყვანილია, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ორმაგი სტანდარტით მოქმედება უნდა დასრულდეს.
„კითხვებზე პასუხი ნამდვილად ვერ მივიღეთ, ეს სამწუხაროა. თუმცა, გამოიკვეთა მთელი პროცესი. კიდევ ვხედავთ საშიშროებას და ნუ განვსაზღვრავთ მხოლოდ იმით, რომ ვინმე პირდაპირ მოგვიწოდებს, გინდა თუა არა ახლა ხელში იარაღი აიღე და ომში ჩართე. მთელი ეს პროცესი, რაც ბოლო სამი წლის მანძილზე იყო,აღწერილია წერილში, თუ რა ვნებათაღელვა იყო სხვადასხვა მიმართულებებით. ეს ეხება 20 ივნისის თემას, ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის წარმოჩენას და ეს ორმაგი სტანდარტი, დამოკიდებულება პროპორციული არჩევნების თემატიკასთან, სადაც 120/30-ზე იყო. აქ ყველაფერი იმის და მიუხედავად, რომ თითქოს ზედაპირულად ჩანდა, რომ ინსტიტუციების გასაძლიერებლად კეთდება ეს ყველაფერი, პირიქით იყო მიმართული. ხელოვნურად კეთდებოდა პოლიტიკური პარტიების და მესამე სექტორის მიერ და სწორედ ამაში ვგულისხმობთ ამერიკის საელჩოს როლს, რომელიც პირდაპირ მფარველობს ამ ადამიანებს. დაამთავრონ ეს ორმაგი სტანდარტი, პირდაპირ ესაუბრონ საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებას და არ მოხდეს ასეთი მანიპულაციები, რომელიც ზედაპირზეა. წერილში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს შეესაბამება და აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ ეს სიმართლე იცოდეს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...
პაატა მანჯგალაძე: ჩვენ იმიტომ ვართ, რომ არ გართულდეს, სინამდვილეში. ჩვენ რომ არ ვიყოთ, შეიძლება, მართლა გართულდეს და რაზე ავიღო პასუხისმგებლობა. კობახიძემ აიღოს პასუხისმგებლობა
გგონიათ, რომელიმე პოლიტიკოსის გამო არიან მოსული ეს ბავშვები აქ? ჩვენ იმიტომ ვართ, რომ არ გართულდეს, ჩვენ რომ არ ვიყოთ, შეიძლება,...
მამუკა მდინარაძე: ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს? – პატრიოტიზმი არ არის, რომ უარგუმენტოდ რაღაცას რუსული ეძახო
ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს, იქნებ პოლიციელმა ფეხი დააბიჯოს, - ამის...