ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025

მიხეილ ყაველაშვილი – ჩემი პირველი მკაფიო პრინციპი იქნება, რომ დავიცვათ კონსტიტუცია

ჩემი პირველი მკაფიო პრინციპი იქნება ის, რომ დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რთული იქნება თუ არა პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნება, ყაველაშვილმა უპასუხა: „შეხედულებების მიხედვით თუ ვიცვალეთ პოზიცია, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია და კანონი?!“.

„ვეცდები, ნაკლები ვისაუბრო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილზე, რადგან ბევრი შეფასება მაქვს გაკეთებული წინა პოზიციების დროს მის მიმართ. თუმცა, არის შეუთანხმებლობა.

თუ მე განსხვავებული შეხედულება მაქვს და ვემიჯნები აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკას, მაგრამ კონსტიტუცია ამის საშუალებას არ მაძლევს და პრეზიდენტის როლში, იმ საკონსტიტუციო მოწყობის დროს, თუ მე პატივისცემა მაქვს ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოსი, ჩემი ხალხის, ჩემი მთავარი დოკუმენტისა, მაშინ მე უარს ვამბობ პრეზიდენტობაზე, რადგან დავიცვა კონსტიტუცია, სამაგალითო ვიყო ჩემი მოქალაქისთვის და ამ შემთხვევაში გადავდგები და პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადავალ სხვა პოზიციიდან – აი, ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი.

აღარაფერს ვსაუბრობ, რამდენად მართალი იყო მისი პოლიტიკური შეხედულებები, ამაზე ხშირად ვსაუბრობდი და დღესაც გრძელდება, როგორ არღვევს და ვის ემსახურება, აღარ გავაგრძელებ. მე სწორედ ჩემს პასუხებში მუდმივად ხაზს ვუსვამ წესსა და პატივისცემას. თუ ჩვენ ამ წესს არ დავუბრუნდებით, ეს პოლარიზაცია უფრო მეტად გაღრმავდება. ანუ, რისი თქმა მინდა – ის ადამიანები, ვინც სამაგალითო უნდა იყოს – პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების, სასამართლოს წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი და ასე შემდეგ, თავად უნდა იყვნენ მაგალითის მიმცემი, რომ ისინი კანონსა და კონსტიტუციას იცავენ.

მიზეზები ყოველთვის არსებობს და სხვადასხვა შეხედულება. შეხედულებების მიხედვით თუ ჩვენ ვიცვალეთ პოზიცია, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია და კანონი?! თუ ჩვენ ეს მთავარ დოკუმენტად არ გვაქვს და მისდამი პატივისცემა არ გვაქვს. ამაზე მაქვს საუბარი. ამიტომ მარტივად შესაფასებელია, აღარც მინდა, გავაგრძელო. მან კონსტიტუცია დაარღვია, ეს არის მთავარი დანაშაული მისი მხრიდან და შეფასება ჩვენი მოქალაქეების ამ თემასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა იყოს ერთიანი, მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს, თუ – არა. ანუ, ჩვენთვის შეფასება უნდა იყოს ის, რომ შენ კონსტიტუცია დაარღვიე. შენ მართალიც რომ იყო, რაზეც ჩვენ დაყრდნობილი ვართ, ის დაარღვიე და ეს უნდა იყოს მიუღებელი. აი, ამ გზას უნდა დავადგეთ და ჩემი პირველი მკაფიო პრინციპი იქნება ის, რომ დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი გარდაიცვალა

მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ მარჯანიშვილის თეატრი წერს.„გარდაიცვალა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი.მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ბატონი აკაკის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სომხეთში, საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 4.4. მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 19:49 წუთზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ჯერ დაკონკრეტებული არ არის.

გოგა ჯაჯვანი 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე სამ ოქროს მედალს დაეუფლა

ალბანეთში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 94 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგა ჯაჯვანმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა.ატაცში ქართველმა ძალოსანმა 166 კგ დასძლია, აკვრაში 197 კგ-ს გაუმკლავდა, ხოლო მესამე ოქროს მედალს ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 363 კგ-ით დაეუფლა. გოგა ჯაჯვანი ასევე გახდა ევროპის რეკორდსმენი.იმავე წონით კატეგორიაში იასპარეზა გერვასი თაბაგარმა და აკვრის დისციპლინაში დაფიქსირებული 196 კგ-ით ვერცხლის მედალს დაეუფლა.ქართველი ძალოსნები ალბანეთში ავთანდილ გახოკიძის ხელმძღვანელობით ასპარეზობენ.

ირაკლი კობახიძე – ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანისთვის შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გავუზარდოთ ანაზღაურება

თეორიულად შეუძლებელია, ადამიანებმა რვა საათი იმუშაონ სხვადასხვა სამსახურში, ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გაეზარდოთ შესაბამის პირებს ანაზღაურება.„მიზანი არის ხარჯების ოპტიმიზაცია. სახელმწიფო საწარმოებში, კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ უკვე დავზოგეთ 60 მლნ ლარზე მეტი.  არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, როდესაც ადამიანები ერთდროულად, სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ ორგან და ზოგჯერ სამგანაც, თეორიულად შეუძლებელია, რვა საათი იმუშაონ ორგან და სამგან სხვადასხვა სამსახურში. ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. აქაც მოხდება ხარჯებისა და კადრების ოპტიმიზაცია და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, უფრო სწორად იმუშავებს საჯარო სამსახური. ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გავუზარდოთ შესაბამის პირს ანაზღაურება. არის დეფიციტური პროფესიები და არის შემთხვევები, როდესაც საჯარო სამსახურში ანაზღაურება ვერ პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს. ასეთ პირობებში ჩვენ ფიქტიურად ან ხელოვნურად კი არ უნდა დავასაქმოთ ორგან და სამგან, უნდა შევთავაზოთ ბაზრის მოთხოვნების შესატყვისი ანაზღაურება. ეს იქნება სწორი პრინციპი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა კალაძე – გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილი

ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია: გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი, – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქართველოში საქმიანობის შესახებ და გერმანიის მთავრობის განმარტებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.მისი თქმით, ყველაფერი, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, გარედან არის თავს მოხვეული და დაფინანსებული.„ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი და ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია – ის, რომ გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი და მთავარი წამხალისებელი. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი, რასაც დედაქალაქის ქუჩებში ვხედავთ, არის გარედან თავს მოხვეული, დაფინანსებული. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები, უცხოელების სახით, ქვეყნის შიგნით აქ, საქართველოში ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან და მენეჯმენტს უწევენ აღნიშნულ ქმედებებს. ძალიან მძიმე და სამწუხაროა ეს ყველაფერი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ბოლო სიახლეები