მიხეილ ყაველაშვილი: სამწუხაროა, რომ „გლობალური ომის პარტია“ და რიგი დასავლელი პარტნიორი პირდაპირ აძლევენ თავს უფლებას, ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში

Read Time:40 Second

სამწუხარო არის, რომ „გლობალური ომის პარტია“ და რიგი დასავლელი პარტნიორი პირდაპირ აძლევენ თავს უფლებას, ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში. სწორედ რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი აღმოაჩნდა მათი დავალებების შემსრულებელი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მათ არ აქვთ საკუთარი აზრი, პირდაპირ ასრულებენ ამ ინსტრუქციებს და სწორედ ეს თემა გავაშიშვლეთ ჩვენ და ამაზე გაქვს საუბარი“, – დასძინა ყაველაშვილმა.

„ხალხის ძალა“ კვლავ ამერიკის საელჩოს აკრიტიკებს. მოძრაობის წევრები მორიგ განცხადებას აქვეყნებენ და წერენ, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობა „იუესეიდის“ კანონის უზენაესობის პროექტით ცდილობს ქართულ სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვებას. ვრცელი წერილი „იუესეიდის“ კანონის უზენაესობის პროექტის – „პროლოგის“ ხელმძღვანელის მოადგილის, ინგა თოდრიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შეფასებით იწყება და სასამართლო რეფორმაზე საუბრით გრძელდება. ციტატა წერილიდან: „პროლოგის“ დაუფარავი მცდელობა, შეაღწიონ სასამართლო სისტემაში და მასზე საელჩოს და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური გავლენა აღადგინონ, საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს და მას ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები უნდა დაუპირისპიროს“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩერგოლეიშვილი გუბაზ სანიკიძეზე-დაატარებენ შილაფლავივით ამ უზნეობის სიმბოლოს
Next post ირაკლი კობახიძე: ჩვენ უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესები, რომ საქართველოში არ იყოს ესკალაცია, რაც სერიოზული პრობლემის მომტანია