მიხეილ ყაველაშვილი: საზოგადოებამ იხილა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და თავისი თვალით ნახა მისი სიმულაციები

Read Time:1 Minute, 2 Second

საზოგადოებამ იხილა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და თავისი თვალით ნახა მისი სიმულაციები, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის კადრების გავრცელებას.

მისივე თქმით, კადრებმა სააკაშვილის ადვოკატებისა და მხარდამჭერების საუბრის თემა შეცვალა და თუ აქამდე მათ გასაჯაროებას ითხოვდნენ, ახლა ამას „სისხლის სამართლის დანაშაულად“ მოიხსენიებენ.

„აღარავინ საუბრობს, – უშველეთ, კვდებაო, როცა მანამდე ყველგან, სოციალურ ქსელებში, სააგენტოებში თუ დაქირავებული ლობისტური კომპანიის, „გლობალ პოინტის“ მიერ ეს ინფორმაცია ვრცელდებოდა. სააკაშვილის ადვოკატი გუშინ მისი კადრების გასაჯაროებას ითხოვდა, გასაჯაროების შემდეგ კი იუსტიციის მინისტრს ემუქრებიან – სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინაო; ეს ღიმილისმომგვრელია. კადრების ნახვის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სააკაშვილი საკუთარ პარტიასა და იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად აქტიურობენ, მძევლად ჰყავთ აყვანილი – ყველაზე კარგად გამოიკვეთა მათი სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმედ იყოს და ამით იხეირონ. მინდა, ყველას შევახსენო, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველოს 300 000 პრობაციონერი ჰყავდა; ციხეში უამრავი ადამიანი აწამეს, გააუპატიურეს, მოკლეს – მე ვუხდი ბოდიშს იმ ადამიანებს, რომლებმაც სამართალი ვერ ნახეს. ბევრი ადამიანი გარდაიცვალა მათი სადისტური მეთოდების შედეგად. გუშინ მეგის ქარდავა აჩვენეს, სადისტი, რომლის პარტიის წევრებმაც პერფორმანსი დადგეს და შიმშილობა გამოაცხადეს. ეს სირცხვილი და ქართული საზოგადოების შეურაცხყოფაა. ამ ყველაფერს საზოგადოება არასდროს დაივიწყებს. პირიქით, ეს ადამიანები გვახსენებენ იმ საშინელ წლებს, რომლის გახსენებაც არავის არ უნდა. გვეუბნებიან, რომ მძიმედ არის ადამიანი, რომელიც კომფორტშია. არცერთი პატიმარი მსგავსს კომფორტში არ ყოფილა“, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე-არასოდეს გარიოთ ბავშვები პოლიტიკაში, ეს ფსკერის ფსკერია და სამარცხვინოა!
Next post ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეექვსედ გახდა