მიხეილ ყაველაშვილი: რადიკალებს ვეკითხებით: არიან თუ არა მომხრე ერთნაირსქესიანთა ქორწინების? ერთნაირსქესიანთა მიერ შვილის აყვანის? ბავშვისთვის სქესის გადაკეთების?

Read Time:1 Minute, 0 Second

„ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტში მთავარი აქცენტებია იმაზე, რომ მიუღებელია: ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ბავშვისთვის სქესის გადაკეთება, ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. ამ კანონპროექტის ძირითად ნაწილზე ქართული საზოგადოება თანხმდება, რადიკალები კი ცდილობენ, რომ რამე გამოჩხრიკონ, რაც საზოგადოების პროტესტს გამოიწვევს“, – ამის შესახებ მედიასთან პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა, თუ რა შინაარსი და მიზანი აქვს მმართველი გუნდის მიერ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ წამოყენებულ საკანონმდებლო ინიციატივას.

„რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი ჩასაფრებულ პოზიციაშია, რომ რამე საკითხი იპოვონ და მასზე აპელირებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ისაუბრონ. ამიტომ, ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტში ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ინიციატივა არავის უფლებების დარღვევას არ გულისხმობს. პირიქით, ჩვენი უფლებები ირღვევა და მის დაცვას ვცდილობთ.

ამ კანონპროექტში მთავარი აქცენტებია იმაზე, რომ მიუღებელია: ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ბავშვისთვის სქესის გადაკეთება, ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. ამ კანონპროექტის ძირითად ნაწილზე ქართული საზოგადოება თანხმდება, რადიკალები კი ცდილობენ, რომ რამე გამოჩხრიკონ, რაც საზოგადოების პროტესტს გამოიწვევს. ამიტომ, ჩვენ, საზოგადოებასთან ერთად, პრინციპულები და თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ.

ეს საკითხი ნამდვილად გვაწუხებს, მმართველი ძალა ვართ და ამ თემაზე რეაგირება უნდა გვქონდეს. რადიკალებს პირდაპირ ვეკითხებით: არიან თუ არა მომხრე ერთნაირსქესიანთა ქორწინების? ერთნაირსქესიანთა მიერ შვილის აყვანის? ბავშვისთვის სქესის გადაკეთების?.. მარტივი კითხვებია, რასაც გაურბიან და ზეთსა და ბენზინზე გვესაუბრებიან. ამ მთავარ კითხვებს პასუხი უნდა გასცენ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანა ნაცვლიშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ის მზად არის გაწიროს ამ ქვეყნის მომავალი
Next post ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს განვავითარებთ