მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციას: ლგბტ თემაზე გეკითხებით და ზეთის ფასებზე გველაპარაკებით, ვერ აიცილებთ პასუხისმგებლობას, რაც ჩაიდინეთ

Read Time:33 Second

„სხდომაზე გამომსვლელი ოპოზიციონერები სოციალურ საკითხებზე გადაერთნენ,  მიგრაციასა და ფასებზე დაიწყეს საუბარი. ძალას, რომელიც  შემიძლია  ნაციონალისტურ- სოციალისტურ-ფაშისტურ პარტიას შევადარო,  როდესაც ახალგაზრდების მიგრაციაზე საუბრობს, მინდა ვკითხო: გირგვლიანი გაუგიათ? რობაქიძე გაუგიათ?  ასობით  ახალგაზრდა რომ ჩაცხრილეს ქუჩაში იციან? 350 ათასი პრობაციონერი ჰყავდათ და 30 ათასი პატიმარი, რომელთაგან უმრავლესობა  ახალგაზრდები იყვნენ. ამათთან როგორ შეიძლება მორალზე საუბარი?!“ – განაცხადა  პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნა პოლიტიკურ სივრცეში არ შეიძლება  და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ პარტიის გასამართლება მოხდეს.

„ ლგბტ თემაზე გეკითხებით და ზეთის ფასებზე გველაპარაკებით. რომ გამოეყავით „ნაციონალებს“ გგონიათ აირიდებთ პასუხისმგებლობას? ვერ აირიდებთ იმ პასუხისმგებლობას რაც ჩაიდინეთ.  გასამართლება აუცილებლად მოხდება და ამას ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ბოლო 7 წელი აღარ ველაპარაკებოდი… რაც ჩემში გიყვართ და მოგწონთ, 99% მისგან მაქვს. შეხვედრამდე, მიშა“ – რეჟისორ მიშა ბუკიას ქალიშვილი ემოციური პოსტით ემშვიდობება
Next post გიორგი ვაშაძე: მალე, როდესაც ჩვენ შევცვლით მთავრობას და ავამუშავებთ ეკონომიკას, ჩვენი მოქალაქეები აუცილებლად დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში