კვირა, ივლისი 6, 2025

მიხეილ ყაველაშვილი: მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ეს ხელშემწყობი უნდა იყოს მასობრივი სპორტისთვის

მასობრივი სპორტის განვითარებასა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ისაუბრა „ხალხი ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე.

როგორც მან აღნიშნა, უნდა მომზადდეს ინფრასტრუქტურა ისე, რომ ყველა მოზარდს ჰქონდეს სხვადასხვა კომპლექსში სიარულის ფიზიკური შესაძლებლობა და მატერიალური საშუალება.

„ნამდვილად მისასალმებელია, რომ მოზარდები ჯანსაღი ცხოვრების წესით იზრდებოდნენ და სპორტულ აქტივობებში იყვნენ ჩართულები. საინტერესოა მეტი ინფორმაცია ახალგაზრდების ჩართულობაზე სპორტში და იმაზე, თუ რამდენად დაეხმარება ვაუჩერიზაცია ამ პროცესს. ჩემი აზრით, უფრო მეტად ყურადსაღებია ის, რომ განვავითაროთ და ძირეულად შევისწავლოთ ის მიდგომები, რაც არსებობს და დავხვეწოთ არსებული პროექტები შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის პარალელურად. უნდა მომზადდეს ინფრასტრუქტურა ისე, რომ ყველა მოზარდს ჰქონდეს სხვადასხვა კომპლექსში სიარულის შესაძლებლობა და საშუალება (ფასების გათვალისწინებაც აუცილებელია) . სახელმწიფოს, სხვადასხვა პროგრამით, ამის შესაძლებლობა აქვს და ცდილობს სავალდებულო და საინტერესოც გახადოს განათლების სამინისტროსთან ერთად, მომავალი თაობის სპორტით დაინტერესება.

უპრიანი იქნება საამისოდ მუშაობა ახლა დავიწყოთ, იმიტომ რომ ახალი სასწავლო წლისთვის ხელმისაწვდომი პროგრამები მზად იყოს. გარდა ამისა, მოდის არჩევნები და დაიწყება მუშაობა საარჩევნო პროგრამებზე და მასში სპორტის თემატიკის კონკრეტიკის ასახვის შესაძლებლობა გვექნება. გამოწვევა ჩვენი ახალგაზრდების სპორტით დაკავების მიმართულებით ნამდვილად არის და ამას სახელმწიფო ნამდვილად უზრუნველყოფს იმით, რომ პროგრამა, რომელიც შემუშავდება საარჩევნოდ, გავიაროთ სხვადასხვა ფედერაციასთან კონსულტაციების გზით. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, პროგრამა საკმაოდ ამბიციური იქნება და ამაზე გვქონდა პრემიერთან საუბარი – მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ეს ხელშემწყობი უნდა იყოს მასობრივი სპორტისთვის.

პარალელურად, რა თქმა უნდა, პროფესიული სპორტით განებივრებულები ვართ, მაგრამ იმედია, კიდევ უფრო მეტი წარმატება გვექნება ამ მიმართულებით. ჩვენი გამოწვევაა იმ ბავშვების, მოზარდების დახმარება, ვისაც ამის საშუალება არ აქვთ. ინფრასტრუქტურისა და ფინანსური შესაძლებლობების ჯაჭვის შეკრული წრე არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია შევკრათ ეს წრე და ყველა რეგიონში დავიწყოთ პროგრამების განვითარება, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ ჯანსაღი ცხოვრების წესში. მით უმეტეს, რომ ჩვენთვის მტკივნეულია ახალგაზრდების თემა – ქუჩაში 7-8 საათი ყოფნას, აჯობებს დავაინტერესოთ ისინი სპორტით და მივცეთ შესაძლებლობა იზრუნონ კარიერაზე,” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მასკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ონლაინ გამოკითხვა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. გამოკითხვაში უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის იდეას.„თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და მიიღებთ კიდეც! როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ, არა დემოკრატიაში. დღეს ამერიკული პარტია შეიქმნება იმისთვის, რომ თქვენი თავისუფლება დაგიბრუნოთ“, – წერს მასკი X-ზე. 

ტრაგედია უცხოეთში – გიორგი ჯობავა საავადმყოფოშია! 30 000 დოლარის აპარატურა მოპარულია

ეკვადორში, ვლოგერი გიორგი ჯობავა საავადმყოფოში გადაიყვანეს.ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე სალომე წვერავა ავრცელებს.„სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეკვადორში გიო გაძარცვეს, 30 000 დოლარის ტექნიკა არის გატანილი მისი სახლიდან.. გიო კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას ახლა საფრთხე არ ემუქრება...მთავარია ცოცხალია! მთავარია კარგად არის! დანარჩენს ეშველება!მე განადგურებული ვარ… იმედი მაქვს და მჯერა რომ ყველაფერი იქნება კარგად… მთავარია ჯანმრთელად დაბრუნდეს ჩემთან, რომ ჩავეხუტო და კიდევ ერთხელ ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება!!! რომ ყველაფერი რამაც გაგვყო დროებითია, და არ არსებობს არაფერი რაც არ გამოვა...რადგან ამ ამბის დასასრული გამარჯვებაა,რადგან ამ ამბის დასასრულიც დასაწყისია…! - წერს გიორგი ჯობავას მეუღლე და ვიდეო მიმართავს ავრცელებს.

რატომ აცხოვრებს მერაბ დვალიშვილი უსასყიდლოდ, თავის სახლში ქართველ და უცხოელ მებრძოლებს – სპორტსმენის პასუხი

„პანენკა“ სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტს გვიზიარებს, სადაც ის სხვა სპორტსმენების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე საუბრობს.„მერაბ, შენ მეორე სახლი იყიდე, სადაც ქართველი და უცხოელი მებრძოლები ცხოვრობენ და ფულსაც კი არ ახდევინებ – რატომ აკეთებ ამას?“„ვიცი, რომ ამერიკაში სხვანაირი კულტურაა, თუმცა მე შინაგანად ყოველთვის ქართველი ვიქნები და ქართველისთვის დამახასიათებლად მოვიქცევი. ჩემს მეორე სახლში რამდენიმე ქართველი ცხოვრობს, ერთი ჩეჩენი ბიჭიც. მათი მხარდაჭერა მაბედნიერებს — შემიძლია და რატომაც არა? ეს ჩემი სამყაროა!“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

„ლივერპული“ დიოგო ჟოტას კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასს ფეხბურთელის ოჯახს გადაუხდის

პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორმაციით, „ლივერპული“ დიოგო ჟოტას ოჯახს ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტის ბოლო ორი წლის ანაზღაურებას სრულად გადაუხდის და მის შვილებს განათლების საფასურს სრულად დაუფარავს.დიოგო ჟოტასა და ინგლისური ფეხბურთის გრანდს შორის ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე იყო გაფორმებული.28 წლის ფეხბურთელი ესპანეთში ავტოავარიაში დაიღუპა. ჟოტა მეგობრის ქორწილში იმყოფებოდა და დაბრუნებას ინგლისში გეგმავდა, სადაც „ლივერპულთან“ ერთად წინასასეზონო მომზადება უნდა დაეწყო. თავდამსხმელი ქალაქ სანტანდერისკენ მიემართებოდა, საიდანაც სამხრეთ ინგლისში გემით გადასვლას აპირებდა. ექიმების რეკომენდაციით, ცოტა ხნის წინ ფილტვზე გადატანილი ოპერაციის გამო, მას თვითმფრინავით მგზავრობა ეკრძალებოდა.ფეხბურთელის ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. ჟოტასთან ერთად მისი 26 წლის ძმაც დაიღუპა, რომელიც პორტუგალიის მეორე დივიზიონის გუნდში თამაშობდა.დიოგო ჟოტა „ლივერპულში“ 2020 წელს გადავიდა და 123 მატჩში 47 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში ის ასევე თამაშობდა „პაკოშ დე ფერეირაში“, მადრიდის „ატლეტიკოში“, „პორტუსა“ და „ვულვზში“.

პარიზში, 100-წლიანი აკრძალვის შემდეგ, სენაში ბანაობა ისევ ნებადართულია

პარიზში, 100-წლიანი აკრძალვის შემდეგ, სენაში ბანაობა ისევ ნებადართულია.როგორც BBC აღნიშნავს, 1988 წელს ქვეყნის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა პირველად დააანონსა, რომ პარიზელებს სენაში ცურვის შესაძლებლობა ექნებოდათ, რის შემდეგაც მდინარის ეტაპობრივი გაწმენდა დაიწყო. 2024 წლის ზაფხულში ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებისას, მდინარის გასაწმენდად დახარჯეს 1,4 მილიარდ ევროზე მეტი. მიიჩნევა, რომ სწორედ ამ ბოლო პერიოდში განხორციელებული რადიკალური ზომების წყალობით გახდა სენა ცურვისთვის ვარგისი.ამგვარად, დღეს დილით რამდენიმე ათეული ადამიანი წინასწარ მივიდა და სენაში გადახტა, როგორც კი ეს ოფიციალურად ნებადართული გახდა.

ბოლო სიახლეები