მიხეილ ყაველაშვილი: მზაკვრული გეგმა ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ნეიტრალური გახდეს ლგბტ იდეოლოგიის მიმართ, რომელიც თითქოსდა სუსტებს იცავს, სინამდვილეში კი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული აქტია

Read Time:1 Minute, 31 Second

„ლგბტ პირები რომ უნდა არსებობდნენ საზოგადოებაში, ეს გასაგებია, მაგრამ სად მივყავართ პროპაგანდას, რომლის შედეგია უკვე ის, რომ შტატებში, მაგალითად, არასრულწლოვანს კანონმდებლობით შეუძლია სქესის შეცვის გადაწყვეტილება მიიღოს?“, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით საკმარისია იმ სტატისტიკური მონაცემების მოყვანაც, რომელიც ევროპაში, კერძოდ კი საფრანგეთში დაფიქსირდა, რომლის მიხედვითაც უკვე 22%-ამდე გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, თავს ლგბტ პირად რომ მიიჩნევენ.

„ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით შეგვიძლია ის სტატისტიკური მონაცემებიც მოვიყვანოთ, რაც ევროპაში, კერძოდ კი საფრანგეთში დაფიქსირდა – უკვე 22%-მდე გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავს ლგბტ პირად მიიჩნევენ. საიდან მოვიდა ეს რაოდენობა? რომ უნდა არსებობდნენ საზოგადოებაში, ეს გასაგებია, მაგრამ სად მივყავართ პროპაგანდას, რომლის შედეგია უკვე ის, რომ შტატებში, მაგალითად, არასრულწლოვანს კანონმდებლობით შეუძლია სქესის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღოს? ამაზე კითხვები ხომ უნდა დაისვას? და თუ კითხვას სვამს ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ შტატში ვინმე, ის ძალადობის მსხვერპლი ხდება  და  საზოგადოებიდან ირიყება. ეს ყველაფერი ხომ ჩვენს თვალწინ ხდება? გასაგებია, რომ ბუნებრივად, ყველა ადამიანს უჩნდება სურვილი, სუსტი დაიცვას და ამ სუსტის საზოგადოებაში არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს, მაგრამ მეორე მხრივ, ამ სუსტი ადამიანით რომ სარგებლობ და რაღაც იდეოლოგიას მივითარებ, რომლითაც 6 წლის მოზარდს შეუძლია თავად გადაწყვიტოს რა სქესი ექნება, ხოლო მშობელი თუ შეეწინააღმდეგება, მშობლის უფლებას კარგავს, ეს უკვე გაუგონარი სიგიჟეა, რაში გადასვლასაც ითხოვენ. ამ იდეოლოგიის მიღებას რომ მაიძულებ და მეუბნები, ჩვეულებრივიაო, ეს მიუღებელია.

მზაკვრული გეგმა ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ნეიტრალური და ტოლერანტული გახდეს ამ ლგბტ იდეოლოგიის მიმართ, რომელიც თითქოსდა სუსტებს იცავს, სინამდვილეში კი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული აქტია. ამაზე ხმამაღლა არ საუბრობდნენ, თუმცა უკვე დაიწყეს, მათ შორის პრეზიდენტებმა – ორბანმა, ტრამპმა, ერდოღანმა და ა.შ. ეს ბრძოლა მიდის სწორედ, რომ ლგბტქ იდეოლოგია მისაღები გახდეს. სწორედ ამიტომ სურთ აღლუმების ჩატარება. ყველა ვთანხმდებით, რომ ადამიანი ძალადობისგან უნდა დაიცვა, მაგრამ მეორე მხრივ, ამ ადამიანების ჯგუფს ვინ აფინანსებს, რა სურვილი აქვს და სად მივყავართ, ამაზე კითხვები ხმამაღლა უნდა დაისვას.“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ხუხაშვილი: ივანიშვილს უყვარს ადამიანების მიშვება, აკვირდება ვინ როგორ იქცევა და მერე საჭირო მომენტში ზომებს ღებულობს
Next post ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული, ღმერთთან ხარ, ღმერთს ებარებოდე- ხვიჩა კვარაცხელია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს