მიხეილ ყაველაშვილი: დაუშვებელია, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი არ სრულდებოდეს

Read Time:1 Minute, 1 Second

დაუშვებელია, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი არ სრულდებოდეს, – ამის შესახებ Facebook-ზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი წერს.

მისივე განცხადებით, სახელმწიფომ უმთავრესი – კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი დაიცვა ისე, რომ არავინ დაშავებულა.

„დაუშვებელია, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი არ სრულდებოდეს. დღეს, ბოლო დღეების განმავლობაში, ოპოზიციის მხრიდან გადადგმული უამრავი პროვოკაციული ნაბიჯის მიუხედავად, სახელმწიფომ უმთავრესი – კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი დაიცვა ისე, რომ არავინ დაშავებულა და არ დაუშვა, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციიდან 100 წლის თავზე, თანამედროვე ბოლშევიკებს კონსტიტუციური წესრიგი ფეხქვეშ კიდევ ერთხელ გაეთელათ“, – წერს ყაველაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.

ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: კანონი ყველასათვის კანონია და მისი აღსრულება სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი