მიხეილ სარჯველაძე: ხელისუფლება გულწრფელად მოწადინებულია, რომ მოლაპარაკებების პროცესი შედეგიანად დასრულდეს

Read Time:45 Second

ვფიქრობ, რომ შეთანხმება მიღწევადია იმ ფონის მიუხედავად, რაც შექმნილია. ნამდვილად მაქვს წარმატების იმედი, რადგან ზოგადად, საღი აზრი ყოველთვის იმარჯვებს ისეთ დამოკიდებულებებთან მიმართებით, რომელიც შეიძლება, მერკანტილური იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„მოლაპარაკებების პროცესში ოპოზიციონერთა მხრიდან თუნდაც ისეთი დამოკიდებულება ვიხილეთ, რაც კონსტრუქციული არ იყო. მაგალითად, ჩვენ მკაცრად ვიცავთ პირობას, რომელიც მოლაპარაკებებთან დაკავშირებული დეტალების გაუხმაურებლობას უკავშირდება. ოპოზიციის მხრიდან კი, ამის საპირისპირო არაერთი მაგალითი ვნახეთ, რაც არასწორი დამოკიდებულებაა. ყველა უნდა იყოს მოწადინებული, რომ მოლაპარაკება რეალურად შედგეს და იყოს ისეთი შედეგის მქონე, რითაც ქვეყანა ნაბიჯს გადადგამს წინ.

ოპოზიციონერთა მხრიდან რიგი ნაბიჯები დესტრუქციულია და ის გადადგმულია იმ მიზნით, რომ რიგი პარტიების მერკანტილური ინტერესების გამო, მოლაპარაკებები შედეგიანი არ იყოს.

ხელისუფლება ნამდვილად და გულწრფელად მოწადინებულია, რომ მოლაპარაკებების პროცესი შედეგიანად დასრულდეს, თუმცა მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ კონკრეტულ პირობებზე ვისაუბრო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ის საქართველოში შეთანხმების მიღწევამდე დარჩება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვიოლა ფონ კრამონი: ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის ნაწილი, ვისაც ხალხის გარეთ გამოყვანა სურდა – ეს სულაც არაა ის, რაც ქვეყანას სჭირდება
Next post გიორგი ხელაშვილი: ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ადასტურებს საქართველოს პროგრესს ევროპული ინტეგრაციისკენ