მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი ამოცანაა, შეირჩეს ომბუდსმენობის ნეიტრალური კანდიდატი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნეიტრალურობა გავუტოლოთ ოპოზიციისგან მართულობას

Read Time:1 Minute, 27 Second

ჩვენი ამოცანაა, გავაკეთოთ ისე, რომ აირჩეს ომბუდსმენობის ნეიტრალური კანდიდატი. მაგრამ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ნეიტრალურობა გავუტოლოთ ოპოზიციისგან მართულობას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცისთვის ნეიტრალური კანდიდატი მიუღებელია.

„ოპოზიციას რა არ მოსწონს, ამის ზუსტად თქმა რომ შეგვეძლოს, ვერსიების დიდი სიმრავლის გათვალისწინებით, კარგი იქნებოდა, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ ვერ უპოვიათ მიზეზი, რის გამოც შეუძლიათ კრიტიკული მოსაზრება ჩამოაყალიბონ და ამის მიხედვით პროცესის დისკრედიტაციას შეეცადონ. ამიტომ ვშიშობთ და ვღელავთ, რომ შეიძლება სამიზნე იყოს ბოლო ეტაპი, როდესაც დესტრუქციული დღის წესრიგის განსახორციელებლად შეეძლებათ უბრალოდ ნერვებზე ითამაშონ და ხელი შეუშალონ არჩევანის გაკეთებას, რომელიც 90-ხმიან მხარდაჭერას მოითხოვს.

განა რით უნდა ვიმსჯელოთ, [სახალხო დამცველობის კანდიდატი] რამდენად კვალიფიციურია, რამდენად გულწრფელია, რამდენად კეთილსინდისიერია, თუ არა მისი მოღვაწეობით?! გუშინ მაგალითად ქალბატონმა ანა აბაშიძემ საუბარი, წარდგენა იმით დაიწყო, რომ შემაფასეთ ჩემი გაკეთებული საქმეებით, განცხადებებით და პოზიციებით, რომელიც აქამდე მქონიაო და რომ დავიწყეთ შეფასება და უკმაყოფილო დარჩა მავანი, რომელსაც არ ჰქონდა ეს განზრახვა და სურვილი ჰქონდა სხვანაირად ყოფილიყო რეალობა, რომელიც თვალსაჩინოდ ჩანდა, ბუნებრივია, მერე შეცვალეს ფირფიტა და დაიწყეს სრულიად საპირისპიროდ ლაპარაკი, რომ როგორ შეიძლება გაკეთებული საქმეებით შეფასდეს ვინმეო. ეს აბსურდია. „ქართულ ოცნებას“ არასდროს ჰქონია პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ სახალხო დამცველი, ან ვისი მოვალეობაც ნეიტრალიტეტია, რომ ის ყოფილიყო მართული. ამის დასტურია, ყველა შემდგომი ასეთ თანამდებობაზე არჩეული პირი, ნანუაშვილი აიღეთ, ლომჯარია, ვის დროს არჩეული ხალხია ეს?! არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ის, რომ ასეთი ტიპის თანამდებობაზე „ოცნებას“ ჰყოლოდა არჩეული კანდიდატი, რომელიც იქნებოდა ხელისუფლებისგან მართული. არც ახლა ვაპირებთ ამას, ჩვენი ამოცანაა, გავაკეთოთ ისე, რომ აირჩეს ნეიტრალური კანდიდატი. მაგრამ, არ ნიშნავს ეს იმას, რომ ნეიტრალურობა გავუტოლოთ ოპოზიციისგან მართულობას. სამი კატეგორია შეიძლება იყოს ჰიპოთეტურად – ხელისუფლებისგან მართული, ოპოზიციისგან მართული და ნეიტრალური. საუბედუროდ, ოპოზიციას მკაფიოდ გაცხადებული პოზიცია აქვს, რომლის მიხედვითაც, მათთვის მიუღებელია ნეიტრალური კანდიდატი, მათ სჭირდებათ ნეიტრალურის საფარქვეშ საკუთარი მართული კანდიდატის არჩევა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post The New York Times: კვარაცხელიას ანარქიულმა სტილმა იტალიური ფეხბურთი შტურმით აიღო და „ნაპოლი“ ტიტულის პრეტენდენტად აქცია
Next post მიხეილ სარჯველაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ცდილობენ, რაკი თვითონ არ არიან ევროინტეგრაციის მიმართულებით წარმატების შემოქმედები, ხელი შეუშალონ ამ პროცესს