მიხეილ სარჯველაძე სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე: დაველოდოთ საგამოძიებო უწყების თუნდაც შუალედურ რეზულტატებს, რომლის მიხედვითაც გამოჩნდება რამდენად საჭიროა სხდომის ჩატარება თუ ნებისმიერი სხვა ფორმით კონტროლის განხორციელება

Read Time:30 Second

მოგვიწევს, დაველოდოთ საგამოძიებო უწყების თუნდაც შუალედურ რეზულტატებს, რომლის მიხედვითაც გამოჩნდება რამდენად საჭიროა სხდომის ჩატარება თუ ნებისმიერი სხვა ფორმით კონტროლის განხორციელება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„არ ვფიქრობ, რომ მართებულია ამ პერიოდში სხდომის გამართვა ამ საკითხთან დაკავშირებით. მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში რამე კითხვა არის დასასმელი, რომელი კითხვის თაობაზეც რეალურად ინფორმაციის მოპოვების სურვილი განაპირობებს ამ მოთხოვნას. ვფიქრობ, ეს არის მცდელობა, ამ ისედაც მწვავე საკითხს ხელოვნურად გაეზარდოს სიმწვავე. მოგვიწევს, რომ დაველოდოთ საგამოძიებო უწყების თუნდაც შუალედურ რეზულტატებს, რომლის მიხედვითაც შემდგომ გამოჩნდება რამდენად საჭიროა იგივე სხდომის ჩატარება თუ ნებისმიერი სხვა ფორმით კონტროლის განხორციელება და კითხვებზე პასუხების მიღება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
Next post თეა წულუკიანი მეგის ქარდავას წერილზე: ძალიან ენაწყლიანი ყოფილა და ეს კარგია, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, თუ რა დაუშავა ბატონმა ქარდავამ ქართველ ხალხს, მოქალაქეებსა და პატიმრებს